https://sputnik-georgia.com/20240926/birtvuli-iarari-ruseti-putini-290062071.html
პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა დაასახელა
პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ რომელიმე ქვეყანა რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ თუნდაც ჩვეულებრივ... 26.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-26T12:05+0400
2024-09-26T12:05+0400
2024-09-26T12:05+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0f/284985416_0:0:3316:1865_1920x0_80_0_0_8d6f72839158bb332f6be6f6b51fdc32.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ რომელიმე ქვეყანა რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ თუნდაც ჩვეულებრივ იარაღს გამოიყენებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.მისი თქმით, ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთანაც.ამასთან პუტინმა განმარტა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა განხილული იქნება მაშინვე, როგორც კი მოსკოვი რუსეთზე მასიური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.ამასთან პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების პროექტში გაფართოვდა ქვეყნებისა და სამხედრო ალიანსების კატეგორია და გაფართოვდა სამხედრო საფრთხეების სიაც.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0f/284985416_520:0:3251:2048_1920x0_80_0_0_790744650508397f64cc8bc101bf3805.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა დაასახელა
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ რომელიმე ქვეყანა რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ თუნდაც ჩვეულებრივ იარაღს გამოიყენებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთანაც.
„ბელარუსულ მხარესთან, ბელარუსის პრეზიდენტთან, ყველა ეს საკითხი შეთანხმებულია; მათ შორის, თუ მოწინააღმდეგე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით შეუქმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვენს სუვერენიტეტს“, — თქვა რუსეთის ლიდერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რომელიც ბირთვულ შეკავებას ეძღვნებოდა.
ამასთან პუტინმა განმარტა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა განხილული იქნება მაშინვე, როგორც კი მოსკოვი რუსეთზე მასიური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
„ასეთი შესაძლებლობის განხილვას დავიწყებთ უკვე მაშინ, როგორც კი სანდო ინფორმაციას მივიღებთ საჰაერო კოსმოსური თავდასხმის იარაღის მასიური გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, დრონებს, ჰიპერბგერით და სხვა მფრინავ აპარატებს“, — დააკონკრეტა მან.
ამასთან პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების პროექტში გაფართოვდა ქვეყნებისა და სამხედრო ალიანსების კატეგორია და გაფართოვდა სამხედრო საფრთხეების სიაც.