https://sputnik-georgia.com/20240925/saeklesio-kalendari-25-seqtemberi-290041902.html
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და... 25.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-25T09:00+0400
2024-09-25T09:00+0400
2024-09-25T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/45/246034535_0:85:3000:1773_1920x0_80_0_0_94397304811979e543e14c341d72e31f.jpg
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიღირსი გიორგი ჭყონდიდელიგიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა,ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.წმიდა დოსითეოზ თბილელიწმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას ქალაქის დარბევისა მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად. წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსიმღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხა.ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში.წმიდა მღვდელმოწამე იულიანეწმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა. ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მიუგო, თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამეობრივ ღვაწლად ჩამეთვლებაო. უსჯულოებმა გაათავისუფლეს ნეტარი დედა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. წმიდანმა მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა გამოქვაბულში გახიზნულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ნებით გამოცხადდნენ წმიდა იულიანეს წამების ადგილას და თვითონაც ახოვნად აღიარეს ქრისტე. წმიდანები მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოკვეთა ბრძანა (წმიდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება).წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელიწმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. წარმართებმა მარტვილი ჯერ აწამეს, ხიოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელიმღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი (სხვა ცნობით - იკონიელი) ეპისკოპოსი იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) ზეობაში ეწამა ქრისტესთვის.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20240924/saeklesio-kalendari-24-seqtemberi-290016085.html
https://sputnik-georgia.com/20240923/saeklesio-kalendari-23-seqtemberi-290009381.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/45/246034535_263:0:2739:1857_1920x0_80_0_0_77482ad160325da2ab5a37b32517b1bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და მისთანა 40 მოწამეთა, მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის, მღვდელმოწამე კორნუტის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა,ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.
წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას ქალაქის დარბევისა მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად. წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.
მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხა.
ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში.
წმიდა მღვდელმოწამე იულიანე
წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა. ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მიუგო, თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამეობრივ ღვაწლად ჩამეთვლებაო. უსჯულოებმა გაათავისუფლეს ნეტარი დედა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. წმიდანმა მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა გამოქვაბულში გახიზნულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ნებით გამოცხადდნენ წმიდა იულიანეს წამების ადგილას და თვითონაც ახოვნად აღიარეს ქრისტე. წმიდანები მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოკვეთა ბრძანა (წმიდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება).
წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი
წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. წარმართებმა მარტვილი ჯერ აწამეს, ხიოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი
მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი (სხვა ცნობით - იკონიელი) ეპისკოპოსი იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) ზეობაში ეწამა ქრისტესთვის.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.