https://sputnik-georgia.com/20240924/sircxvili-da-upasuxismgeblobis-magaliti-ionatamishvili-zurabishvilze-290033766.html
სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი - დეპუტატი პრეზიდენტ ზურაბიშვილზე
სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი - დეპუტატი პრეზიდენტ ზურაბიშვილზე
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება, განაცხადა იონათამიშვილმა 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T21:00+0400
2024-09-24T21:00+0400
2024-09-24T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440211_0:156:3364:2048_1920x0_80_0_0_c26ce876887b815ed93fb66fcba40a03.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება, რომელიც ხელს არ აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს, სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის წყალობითაც 1 ათასამდე მსჯავრდებული საპატიმროს დატოვებს. კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.როგორც ადრე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს ამნისტია პირველი ნაბიჯია საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობის 1/3-ით შემცირებისკენ.პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი აგვისტოსთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.419 ადამიანი შეადგინა.ამასთან, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიზანმიმართულად დააინიცირა, რათა მეტი ხმა მიიღოს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ახლა „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440211_400:150:2931:2048_1920x0_80_0_0_5b46976d21b37927f911f8c6e949ff90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი - დეპუტატი პრეზიდენტ ზურაბიშვილზე
ზურაბიშვილი ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება, განაცხადა იონათამიშვილმა
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება, რომელიც ხელს არ აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს, სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის წყალობითაც 1 ათასამდე მსჯავრდებული საპატიმროს დატოვებს. კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
„მან ნახევარი საათი ისაუბრა (ბრიფინგზე -რედ.) უაზროდ და უშინაარსოდ. რა უნდოდა ვერ გავიგეთ ვერც თავი და ვერც ბოლო. ამ დროს, ამნისტიის კანონს ერთი კვირაა ხელს არ აწერს. კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება. ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი!“, - დაწერა იონათამიშვილმა.
როგორც ადრე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს ამნისტია პირველი ნაბიჯია საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობის 1/3-ით შემცირებისკენ.
პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი აგვისტოსთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.419 ადამიანი შეადგინა.
ამასთან, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიზანმიმართულად დააინიცირა, რათა მეტი ხმა მიიღოს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ახლა „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.