https://sputnik-georgia.com/20240924/rustavshi-ukanono-tevzcheris-paqti-gamovlinda-290027457.html
რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით. 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T16:13+0400
2024-09-24T16:13+0400
2024-09-24T16:13+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, რუსთავში, პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის საშუალებით უკანონოდ იჭერდა თევზს - სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 4,1 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით.ეს ფასდება როგორ ბრაკონიერობა, 2023 წლის 1 დეკემბრიდან კი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რუსთავში, პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის საშუალებით უკანონოდ იჭერდა თევზს - სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 4,1 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით.
ეს ფასდება როგორ ბრაკონიერობა, 2023 წლის 1 დეკემბრიდან კი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.