კრემლი ირანის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა - პესკოვის კომენტარი

© photo: Sputnik / Sergei Piatakov
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2024
გამოწერა
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. კრემლი ირანის ხელისუფლების პოზიციას უკრაინის სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, სუვერენულად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასეთი კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის პლატფორმაზე თქვა, რომ მზადაა, უკრაინაში არსებული ვითარება ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან განიხილოს. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი არასდროს უჭერდა მხარს უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიას.
„ჩვენ განვაგრძობთ ირანელი მეგობრებისთვის ჩვენი პოზიციისა და იმ ყველაფრის ახსნას, რაც უკრაინის კონფლიქტთან არის დაკავშირებული. ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში ძალიან დადებითად ვითარდება. ველით, რომ ეს ურთიერთქმედება კიდევ უფრო გაფართოვდება“, — განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, როდის და რა პირობით დასრულდება უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, როგორც ამას რუსეთში უწოდებენ.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის „აბსოლუტურად უალტერნატივოა დასახული მიზნების მიღწევა. როგორც კი ეს მიზნები მიღწეული იქნება ამა თუ იმ გზით, სპეციალური სამხედრო ოპერაცი დამთავრდება“.
ყველა ახალი ამბავი
0