https://sputnik-georgia.com/20240924/rachashi-rtveli-daiwyo-290029490.html
რაჭაში რთველი დაიწყო
რაჭაში რთველი დაიწყო
Sputnik საქართველო
წელს რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T15:39+0400
2024-09-24T15:39+0400
2024-09-24T15:39+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
რთველი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0d/289872587_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_f524e062123bf0325f4d655190d4f4e6.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი.რთველის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.ასევე რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა“ და „ალექსანდროულში“ შერევა.„რთველი 2024“-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.რაც შეეხება კახეთს, რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. უკვე გადამუშავებულია205 ათასი ტონა ყურძენი, აქედან81,2 ათას ტონამდე „რქაწითელი", 97,2 ათას ტონამდე „საფერავია".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0d/289872587_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_cf38271ae52e0c05284ac13669775f4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
რაჭაში რთველი დაიწყო
წელს რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი.
„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს რაჭაში რთველი გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყო. რაჭა განსაკუთრებული რეგიონია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, სადაც მზადდება უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, ასევე სხვა საინტერესო ღვინოები“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
რთველის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.
ასევე რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა“ და „ალექსანდროულში“ შერევა.
„რთველი 2024“-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
რაც შეეხება კახეთს, რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. უკვე გადამუშავებულია205 ათასი ტონა ყურძენი, აქედან81,2 ათას ტონამდე „რქაწითელი", 97,2 ათას ტონამდე „საფერავია".