https://sputnik-georgia.com/20240924/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-24-seqtemberi-290012428.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T00:15+0400
2024-09-24T00:15+0400
2024-09-24T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0e/289452370_0:311:3071:2038_1920x0_80_0_0_e0e5ed487d6ada4f2800c41f1b7d7780.jpg
დღეს 2024 წლის 24 სექტემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.ნათელი ცნობიერებისა და ლოგიკური აზროვნების დღეა. ნებისმიერი გონებრივი სამუშაო ჩვეულებრივზე ადვილად შესასრულებელი იქნება. მაგრამ ყოველთვის საკმარისი არაა იმის ცოდნა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, კიდევ საქმის გაკეთების სურვილია საჭირო. სამწუხაროდ, დღეს საქმიანი აქტიურობის განწყობა ნაკლებია. სიზარმაცისა და პასიურობის დაძლევა მხოლოდ დიდი ნებისყოფით იქნება შესაძლებელი.ვერძი: დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგებით, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუნდაც ასეთი პიროვნება ვერ იპოვოთ, საკუთარ მოთხოვნილებას მაინც დაიკმაყოფილებთ თუნდაც უბრალო მეგობრულ საუბარში, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ინტელექტუალურ კამათად ან ერუდიციაში აზარტულ შეჯიბრებაში. თქვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი გახდება.კურო: დღევანდელი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ გეგმების შედგენას და განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან გეფონებათ გულზე. ვარსკვლავები დახმარებას გპირდებიან ნებისმიერ პროექტში, რომელიც თანხებთან და მის გონივრულ ინვესტიციებთან, ბიზნესის გაფართოებასთან ან შვებულების საინტერესო ადგილას გატარებასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება მკაფიოდ და კონსტრუქციულად იმუშავებს, ხოლო იდეების მთავარი ღირსება პრაქტიკულობა იქნება.ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ, გააანალიზებს და ლოგიკურად გადაწყვეტს ამოცანებს. თუ რამე საკითხის არსში ჩაწვდომა მოგინდებათ, საკმარისი იქნება ფაქტების მოპოვება, ხოლო სწორ დასკვნებს თავად გამოიტანთ. თქვენი გამჭრიახობა ირგვლივ მყოფთა თვალში განსაკუთრებულად მომხიბლავი აღმოჩნდება და ეს გასაგებიცაა – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიხედოთ საკუთარ გულში და დაფიქრდეთ, რომელიმე საკითხში ჩიხში ხომ არ შეხვედით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ გეშინიათ, რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულსა თუ სიყვარულს. მთავარი ისაა, რომ თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, დროა, ფაქტებს პირდაპირ შეხედოთ თვალებში. თუ მოვლენებს გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ გზას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს საშიში არაა. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და სხვადასხვა ვარიანტიდან ერთი სწორი შეარჩიოთ.ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ერთ–ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, კარგად გაიცნოთ. არ არის აუცილებელი, ეს რომანტიკული სწრაფვის ობიექტი იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევითი ადამიანი. დღეს თქვენ ურთიერთობებში ლოგიკა იქნება წინა პლანზე წამოწეული და გაქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერ რამეზე. ჯობია, თანამოსაუბრის ბიოგრაფიისა და მისწრაფებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, თქვენიც გაუზიაროთ და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.ქალწული: დღეს კარგი იქნება, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით. ფილოსოფიურად განწყობილებს თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვის დასმა – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ, პასუხსაც მიიღებთ. არ შეუშინდეთ ისეთ გლობალურ კითხვებსაც კი, როგორიცაა „რა მინდა ამ ცხოვრებისგან?“ „რა გავაკეთო მომავალში?“ და ა.შ. ამის პასუხები არის, ის თქვენს სულში ღრმადაა ჩამალული და სადღაც გულის კუთხე–კუნჭულში პასუხები უკვე იცით კიდეც.სასწორი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ან ექიმის რჩევა დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. ყველას რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს, დღემდე პირველყოფილებივით გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.მორიელი: დღეს, შესაძლოა, დისკუსიის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან მარტო დისკუსიის კი არა, არამედ სკანდალის. თქვენი საბრძოლო განწყობა კამათში გამოვლინდება, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ დაეთანხმონ თქვენს არგუმენტებს და აღიარონ თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა – ასეთ შემთხვევაში სრულიად კმაყოფილი დარჩებით.მშვილდოსანი: დღეს თავდაჯერებულობა მოგაკლდებათ. მერყეობა მოგეძალებათ თითქმის ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება. თუნდაც ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდეს, მაინც უამრავი ეჭვი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება საქმე დაყოვნდეს, შეფერხდეს. აუცილებელია, რომ დილიდანვე განეწყოთ აქტიურად, საქმიანად. ამისთვის საკმარისი იქნება დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება. ნახავთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნათელი ფერები შემოიჭრება და მერყეობა სადღაც გაქრება.თხის რქა: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალი ვალდებულებები აიღოთ, რომლებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საუბარი შეიძლება იყოს ხელისა და გულის შემოთავაზებაზე, სამუშაოს ახალ მიმართულებაზე, კარიერაზე და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ახალ იდეას ან ვითარებას „გადაეყაროთ“, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აგიყვანთ. ექსპერტები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებსა და მოვალეობებს – ის საკმაოდ კარგ წარმატებებს მოგიტანთ.მერწყული: დღეს, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საუბარში შეძლებთ თქვენი ცოდნითა და გონებით გაბრწყინებას. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და გაქვთ უნარი, რომ თანამოსაუბრეს საკუთარი ერუდიცია ძალდაუტანებლად წარუდგინოთ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის წარდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებაში და სხვა. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ტოლს ვერავინ დაგიდებთ. თქვენი ერუდიცია აქტუალური იქნება ყველაფერში, სიყვარულშიც კი.თევზები: დღეს, შესაძლოა, საკუთარი სახლის ან რამე პირადი სივრცის – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის მოწყობის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან, ამ პროცესში სხვების ჩართვის სურვილიც გაიღვიძებს – თქვენი იდეები იმდენად „გლობალური“ იქნება, რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. თქვენს ახლობლებს გაუმართლებს, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით. ისეთ განწყობაზე ხართ, რომ არაა გამორიცხული, კაპიტალური რემონტიც კი წამოიწყოთ.
https://sputnik-georgia.com/20230821/zodiaqos-sami-nisani-sami-namdvili-otelo-281528821.html
https://sputnik-georgia.com/20171218/mimndobi-adamiani-xarT-Tu-eWviani-238563348.html
https://sputnik-georgia.com/20190416/idealuri-qveyana-zodiaqos-TiToeuli-niSnisTvis-244952448.html
https://sputnik-georgia.com/20190317/SeSlili-yofilebi-sigiJidan-gulgrilobamde-zodiaqos-niSnis-mixedviT-244697553.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0e/289452370_260:0:2989:2047_1920x0_80_0_0_44613c779745de5771749889b703e9e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 24 სექტემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ნათელი ცნობიერებისა და ლოგიკური აზროვნების დღეა. ნებისმიერი გონებრივი სამუშაო ჩვეულებრივზე ადვილად შესასრულებელი იქნება. მაგრამ ყოველთვის საკმარისი არაა იმის ცოდნა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, კიდევ საქმის გაკეთების სურვილია საჭირო. სამწუხაროდ, დღეს საქმიანი აქტიურობის განწყობა ნაკლებია. სიზარმაცისა და პასიურობის დაძლევა მხოლოდ დიდი ნებისყოფით იქნება შესაძლებელი.
ვერძი: დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგებით, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუნდაც ასეთი პიროვნება ვერ იპოვოთ, საკუთარ მოთხოვნილებას მაინც დაიკმაყოფილებთ თუნდაც უბრალო მეგობრულ საუბარში, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ინტელექტუალურ კამათად ან ერუდიციაში აზარტულ შეჯიბრებაში. თქვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი გახდება.
კურო: დღევანდელი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ გეგმების შედგენას და განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან გეფონებათ გულზე. ვარსკვლავები დახმარებას გპირდებიან ნებისმიერ პროექტში, რომელიც თანხებთან და მის გონივრულ ინვესტიციებთან, ბიზნესის გაფართოებასთან ან შვებულების საინტერესო ადგილას გატარებასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება მკაფიოდ და კონსტრუქციულად იმუშავებს, ხოლო იდეების მთავარი ღირსება პრაქტიკულობა იქნება.
ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ, გააანალიზებს და ლოგიკურად გადაწყვეტს ამოცანებს. თუ რამე საკითხის არსში ჩაწვდომა მოგინდებათ, საკმარისი იქნება ფაქტების მოპოვება, ხოლო სწორ დასკვნებს თავად გამოიტანთ. თქვენი გამჭრიახობა ირგვლივ მყოფთა თვალში განსაკუთრებულად მომხიბლავი აღმოჩნდება და ეს გასაგებიცაა – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიხედოთ საკუთარ გულში და დაფიქრდეთ, რომელიმე საკითხში ჩიხში ხომ არ შეხვედით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ გეშინიათ, რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულსა თუ სიყვარულს. მთავარი ისაა, რომ თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, დროა, ფაქტებს პირდაპირ შეხედოთ თვალებში. თუ მოვლენებს გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ გზას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს საშიში არაა. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და სხვადასხვა ვარიანტიდან ერთი სწორი შეარჩიოთ.
ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ერთ–ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, კარგად გაიცნოთ. არ არის აუცილებელი, ეს რომანტიკული სწრაფვის ობიექტი იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევითი ადამიანი. დღეს თქვენ ურთიერთობებში ლოგიკა იქნება წინა პლანზე წამოწეული და გაქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერ რამეზე. ჯობია, თანამოსაუბრის ბიოგრაფიისა და მისწრაფებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, თქვენიც გაუზიაროთ და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
ქალწული: დღეს კარგი იქნება, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით. ფილოსოფიურად განწყობილებს თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვის დასმა – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ, პასუხსაც მიიღებთ. არ შეუშინდეთ ისეთ გლობალურ კითხვებსაც კი, როგორიცაა „რა მინდა ამ ცხოვრებისგან?“ „რა გავაკეთო მომავალში?“ და ა.შ. ამის პასუხები არის, ის თქვენს სულში ღრმადაა ჩამალული და სადღაც გულის კუთხე–კუნჭულში პასუხები უკვე იცით კიდეც.
სასწორი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ან ექიმის რჩევა დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. ყველას რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს, დღემდე პირველყოფილებივით გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.
მორიელი: დღეს, შესაძლოა, დისკუსიის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან მარტო დისკუსიის კი არა, არამედ სკანდალის. თქვენი საბრძოლო განწყობა კამათში გამოვლინდება, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ დაეთანხმონ თქვენს არგუმენტებს და აღიარონ თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა – ასეთ შემთხვევაში სრულიად კმაყოფილი დარჩებით.
მშვილდოსანი: დღეს თავდაჯერებულობა მოგაკლდებათ. მერყეობა მოგეძალებათ თითქმის ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება. თუნდაც ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდეს, მაინც უამრავი ეჭვი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება საქმე დაყოვნდეს, შეფერხდეს. აუცილებელია, რომ დილიდანვე განეწყოთ აქტიურად, საქმიანად. ამისთვის საკმარისი იქნება დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება. ნახავთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნათელი ფერები შემოიჭრება და მერყეობა სადღაც გაქრება.
თხის რქა: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალი ვალდებულებები აიღოთ, რომლებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საუბარი შეიძლება იყოს ხელისა და გულის შემოთავაზებაზე, სამუშაოს ახალ მიმართულებაზე, კარიერაზე და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ახალ იდეას ან ვითარებას „გადაეყაროთ“, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აგიყვანთ. ექსპერტები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებსა და მოვალეობებს – ის საკმაოდ კარგ წარმატებებს მოგიტანთ.
მერწყული: დღეს, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საუბარში შეძლებთ თქვენი ცოდნითა და გონებით გაბრწყინებას. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და გაქვთ უნარი, რომ თანამოსაუბრეს საკუთარი ერუდიცია ძალდაუტანებლად წარუდგინოთ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის წარდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებაში და სხვა. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ტოლს ვერავინ დაგიდებთ. თქვენი ერუდიცია აქტუალური იქნება ყველაფერში, სიყვარულშიც კი.
თევზები: დღეს, შესაძლოა, საკუთარი სახლის ან რამე პირადი სივრცის – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის მოწყობის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან, ამ პროცესში სხვების ჩართვის სურვილიც გაიღვიძებს – თქვენი იდეები იმდენად „გლობალური“ იქნება, რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. თქვენს ახლობლებს გაუმართლებს, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით. ისეთ განწყობაზე ხართ, რომ არაა გამორიცხული, კაპიტალური რემონტიც კი წამოიწყოთ.