https://sputnik-georgia.com/20240924/archevnebis-win-sami-opoziciuri-televizia-daajarimes-290033052.html
არჩევნების წინ სამი ოპოზიციური ტელეკომპანია დააჯარიმეს
არჩევნების წინ სამი ოპოზიციური ტელეკომპანია დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე „მთავარი არხი", „ფორმულა" და „ტვ პირველი" დააჯარიმა. 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T13:49+0400
2024-09-24T13:49+0400
2024-09-24T14:04+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარის თქმის გამო სამი ოპოზიციური ტელეკომპანია 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა, რადგანაც იგი სიძულვილის ენას არ შეიცავდა, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა. ტელეკომპანიებმა „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ მმართველო პარტია „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების ეთერში გაშვებაზე უარი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევით ახსნეს. თითქოსდა, მისი განთავსება ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს.მისი თქმით, წინა არჩევნების დროს იყო პირიქით და ის მედიასაშუალებები, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების" კლიპში სიძულვილის ენაზე საუბრობენ, თავად ათავსებდნენ რეკლამას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით შეფასდა, როგორც სიძულვილის ენის შემცველი.„ისინი უშვებდნენ ისეთ კლიპებს, რომლებიც არა თუ ამაზე მეტ სიძულვილის ენას შეიცავდა, არამედ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის ზღვარზე იყო“, - აღნიშნა ბექაურმა.აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხისგან" განსხვავებით, ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ საკუთარ ეთერში მაინც გაუშვეს წინასაარჩევნო რეკლამა, თუმცა მალევე წაშალეს.რეკლამა მედიაშისაქართველოში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფი ყველა ტელევიზიაში წინასწარ არის ცნობილი და დამოკიდებულია მაუწყებლებზე - ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს.მაუწყებლები ვალდებული არიან საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ განაცხადონ ამის შესახებ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:ამასთან, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის მთლიანი მოცულობის 15%-ს. არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს მითითებული დროის მესამედზე მეტი.პოლიტიკური/საარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფა რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ ისარგებლა მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით, მაუწყებლობაზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს აღნიშნული დრო დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბრად გადაანაწილოს.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
არჩევნების წინ სამი ოპოზიციური ტელეკომპანია დააჯარიმეს
13:49 24.09.2024 (განახლებულია: 14:04 24.09.2024) თბილისის საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე „მთავარი არხი", „ფორმულა" და „ტვ პირველი" დააჯარიმა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარის თქმის გამო სამი ოპოზიციური ტელეკომპანია 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა, რადგანაც იგი სიძულვილის ენას არ შეიცავდა, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
ტელეკომპანიებმა „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ მმართველო პარტია „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლების ეთერში გაშვებაზე უარი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევით ახსნეს. თითქოსდა, მისი განთავსება ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს.
„სიძულვილის ენის იდენტიფიცირების თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტით ვხელმძღვანელობთ. ეს სტანდარტი არის ევროპის საუკეთესო პრაქტიკა და განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა. ამ სტანდარტით ეს არ ითვლება სიძულვილის ენად და ამ სტანდარტში არ ჯდება", - განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, წინა არჩევნების დროს იყო პირიქით და ის მედიასაშუალებები, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების" კლიპში სიძულვილის ენაზე საუბრობენ, თავად ათავსებდნენ რეკლამას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით შეფასდა, როგორც სიძულვილის ენის შემცველი.
„ისინი უშვებდნენ ისეთ კლიპებს, რომლებიც არა თუ ამაზე მეტ სიძულვილის ენას შეიცავდა, არამედ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის ზღვარზე იყო“, - აღნიშნა ბექაურმა.
აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხისგან" განსხვავებით, ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ საკუთარ ეთერში მაინც გაუშვეს წინასაარჩევნო რეკლამა, თუმცა მალევე წაშალეს.
საქართველოში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფი ყველა ტელევიზიაში წინასწარ არის ცნობილი და დამოკიდებულია მაუწყებლებზე - ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს.
მაუწყებლები ვალდებული არიან საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ განაცხადონ ამის შესახებ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:
რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გათვალისწინებული საეთერო დრო;
ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და განრიგი;
ამასთან, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის მთლიანი მოცულობის 15%-ს. არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს მითითებული დროის მესამედზე მეტი.
პოლიტიკური/საარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფა რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა.
თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ ისარგებლა მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით, მაუწყებლობაზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს აღნიშნული დრო დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბრად გადაანაწილოს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.