https://sputnik-georgia.com/20240924/27-seqtembers-saqartvelo-msoplio-turizmsi-dges-umaspinzlebs-290036373.html
27 სექტემბერს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
27 სექტემბერს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
სამი დღის განმავლობაში საქართველო მოექცევა როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის, ისე მედიის ყურადღების ცენტრში, განაცხადა ქვრივიშვილმა 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T18:13+0400
2024-09-24T18:13+0400
2024-09-24T18:13+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282780444_326:372:1406:980_1920x0_80_0_0_54a40301396d440e923f703c813796f4.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში 25 ქვეყნის მინისტრები, ტურიზმის ლიდერები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან. 27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) აღინიშნება. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2024 წელს ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს. საქართველო რეგიონში პირველია, რომელიც მიმდინარე წელს ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა გახდა.მისი თქმით, სამი დღის განმავლობაში საქართველო მოექცევა როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის, ისე მედიის ყურადღების ცენტრში.ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი, სადაც განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები.როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ამ მასშტაბის წარმომადგენლობითი ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას.მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასულ წელს მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282780444_329:367:1263:1068_1920x0_80_0_0_50f18e2207e97a989cb5d8f1b269f274.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
27 სექტემბერს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
სამი დღის განმავლობაში საქართველო მოექცევა როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის, ისე მედიის ყურადღების ცენტრში, განაცხადა ქვრივიშვილმა
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში 25 ქვეყნის მინისტრები, ტურიზმის ლიდერები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან.
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) აღინიშნება. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2024 წელს ღონისძიების მთავარ თემატიკას „ტურიზმი და მშვიდობა“ წარმოადგენს. საქართველო რეგიონში პირველია, რომელიც მიმდინარე წელს ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა გახდა.
„ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ძალიან მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვლენ, 25 მინისტრი სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი ლიდერები ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლები", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, სამი დღის განმავლობაში საქართველო მოექცევა როგორც საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის, ისე მედიის ყურადღების ცენტრში.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი, სადაც განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ამ მასშტაბის წარმომადგენლობითი ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას.
მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს გასულ წელს მიანიჭეს. ინიციატივას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 68-ე სხდომაზე ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მიიღო. ქართული დელეგაციის ინიციატივას კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UN Tourism) ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წელს დააწესა.