https://sputnik-georgia.com/20240924/----------290036615.html
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს ყურადღების ცენტრში მოექცა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს ყურადღების ცენტრში მოექცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ლიდერები აღიარებულ იქნენ... 24.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-24T16:54+0400
2024-09-24T16:54+0400
2024-09-24T16:55+0400
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287468189_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_96b3791baa8957e8cecaecf563b12160.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ლიდერები აღიარებულ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და ვალდებული არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე.ანტიკორუფციულმა ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიიღო. ისინი ვალდებული არიან წარადგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.გარდა ამისა, კუპრაშვილის თქმით, აღნიშნული არასამთავრობოები ვალდებული არიან გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.როგორც კუპრაშვილმა განმარტა, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ისე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.რა აჩვენა მონიტორინგმამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ისე კამპანიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ისე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.„ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას", - განაცხადა კუპრაშვილმა.აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებები, აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა.მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს.ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, რომელიც შეადგენს 100 ათას ლარზე მეტს. როგორც კუპრაშვილმა განაცხადა, .ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართული არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს.არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქციაარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მოქმედებს ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში. როგორც ჩანს, პირიქით, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა, რადგან მათ არ მოსწონთ, რომ ასეთი კამპანია იმართება, აღნიშნა მან. „რაც შეეხება ფინანსური დოკუმენტების წარდგენას, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა, ვნახოთ რას გვთხოვენ და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - დასძინა გიგაურმა.არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების აქტიური მოწინააღმდეგე იყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე უარი განაცხადა ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე და ფინანსური დეკლარაციის შევსებაზე, რასაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოითხოვს.რეზონანსული კანონისაქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287468189_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_5962c9a659d5ff96670e2dece8f9deb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ლიდერები აღიარებულ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და ვალდებული არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიიღო. ისინი ვალდებული არიან წარადგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.
გარდა ამისა, კუპრაშვილის თქმით, აღნიშნული არასამთავრობოები ვალდებული არიან გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.
როგორც კუპრაშვილმა განმარტა, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.
როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ისე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ისე კამპანიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ისე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.
„ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას", - განაცხადა კუპრაშვილმა.
აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებები, აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა.
მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს.
ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, რომელიც შეადგენს 100 ათას ლარზე მეტს.
„აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას", - განაცხადა კუპრაშვილმა.
როგორც კუპრაშვილმა განაცხადა, .ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართული არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქცია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მოქმედებს ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში.
„ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომლის მთავარი მიზანია დავარწმუნოთ მოქალაქეები, ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ ვთვლით, რომ აქ რაიმე პრობლემა არსებობს“, - განაცხადა გიგაურმა.
როგორც ჩანს, პირიქით, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა, რადგან მათ არ მოსწონთ, რომ ასეთი კამპანია იმართება, აღნიშნა მან.
„რაც შეეხება ფინანსური დოკუმენტების წარდგენას, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა, ვნახოთ რას გვთხოვენ და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - დასძინა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების აქტიური მოწინააღმდეგე იყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე უარი განაცხადა ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე და ფინანსური დეკლარაციის შევსებაზე, რასაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოითხოვს.
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.