https://sputnik-georgia.com/20240923/tbiliss-evrosabchos-saparlamento-asambleis-delegacia-ewveva-290011731.html
პოლიტიკური კლიმატის შეფასება: თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
პოლიტიკური კლიმატის შეფასება: თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
Sputnik საქართველო
დელეგაციას ევროპარლამენტის დეპუტატი იულიან ბულაი (რუმინეთი) ხელმძღვანელობს. 23.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-23T10:51+0400
2024-09-23T10:51+0400
2024-09-23T10:51+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_0:126:3195:1923_1920x0_80_0_0_64c8c2915f818cdeecd96898f5faaacb.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია 23-24 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით ეწვევა, რათა შეაფასოს საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური კლიმატი, ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. საერთაშორისოების სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.ასევე შეხვედრები გაიმართება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.დელეგაციას ევროპარლამენტის დეპუტატი იულიან ბულაი (რუმინეთი) ხელმძღვანელობს.დელეგაციის წევრები ვიზიტის დასასრულს განცხადებას გააკეთებენ. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.საპარლამენტო არჩევნები -2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_55318d6916c403efa090648c19805d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
პოლიტიკური კლიმატის შეფასება: თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
დელეგაციას ევროპარლამენტის დეპუტატი იულიან ბულაი (რუმინეთი) ხელმძღვანელობს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია 23-24 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით ეწვევა, რათა შეაფასოს საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური კლიმატი, ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. საერთაშორისოების სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თბილისში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან.
ასევე შეხვედრები გაიმართება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
დელეგაციას ევროპარლამენტის დეპუტატი იულიან ბულაი (რუმინეთი) ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრები ვიზიტის დასასრულს განცხადებას გააკეთებენ. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.