https://sputnik-georgia.com/20240923/ra-bedi-eweva-lars-momaval-eqvs-tveshi-biznes-asociaciis-prognozi-290016587.html
რა ბედი ეწევა ლარს უახლოეს ექვს თვეში? ბიზნეს-ასოციაციის პროგნოზი
რა ბედი ეწევა ლარს უახლოეს ექვს თვეში? ბიზნეს-ასოციაციის პროგნოზი
Sputnik საქართველო
კვლევის თანახმად, ლარის გაუფასურებას კომპანიების 28% ელოდება 23.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-23T17:41+0400
2024-09-23T17:41+0400
2024-09-23T17:41+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა (64%) უახლოეს ექვს თვეში არ ელოდება ლარის კურსის დოლართან მიმართებით ცვლილებას, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ კვლევაში.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 600-ზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიას, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს და მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებს.ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში მიიღეს.გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საგრძნობლად (40 პროცენტული პუნქტით) შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვს თვეში დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებას ელიან.ხოლო იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას არ ელოდებიან, 41 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.ბიზნესის გამოწვევებისპეციალისტების დეფიციტი კვლავ რჩება საქართველოში ბიზნესის მთავარ პრობლემად 2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად კვლავ რჩება სპეციალისტების ნაკლებობა.BAG-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელ უშლის მათ საქმიანობას, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შემცირდა 19 პროცენტული პუნქტით და 49% შეადგინა.2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია:სპეციალისტებისა და მუშახელის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე მეტად აწუხებს სამრეწველო სექტორს, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები - სამშენებლო სექტორს, ხოლო ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა - სამშენებლო და ვაჭრობის სექტორებს.ხელმისაწვდომობა ფინანსებზემიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 44%-მა (წინა კვარტლის მსგავსი მაჩვენებელი) სცადა დაფინანსების მოძიება, მათგან 29%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს მცირე კომპანიებისთვის, მსხვილ საწარმოებს უადვილდებათ დაფინანსების მოძიება. გარდა ამისა, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.ბიზნეს-კლიმატიკვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არიან დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. ამ პერიოდში, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველა სფეროში გაუმჯობესდა.არსებული მდგომარეობა ყველაზე პოზიტიურად მომსახურების სექტორმა შეაფასა.ყველაზე ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვთ სამშენებლო ინდუსტრიის მეწარმეებს.დასაქმებაBAG კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 40%-მა განაცხადა, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, შტატების შემცირებაზე მხოლოდ 5% საუბრობს. კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რიცხვი უცვლელი დარჩა.გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 34% ფიქრობს, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში თანამშრომელთა რაოდენობას გაზრდის. გამოკითხულთა 5% მომავალ კვარტალში პერსონალის შემცირებას გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს თანამშრომლების რაოდენობის შეცვლას.დასაქმების კუთხით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 50% პერსონალის გაზრდას აპირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები
რა ბედი ეწევა ლარს უახლოეს ექვს თვეში? ბიზნეს-ასოციაციის პროგნოზი
კვლევის თანახმად, ლარის გაუფასურებას კომპანიების 28% ელოდება
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა (64%) უახლოეს ექვს თვეში არ ელოდება ლარის კურსის დოლართან მიმართებით ცვლილებას, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 600-ზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიას, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს და მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებს.
ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში მიიღეს.
კვლევის თანახმად, ლარის გაუფასურებას კომპანიების 28% ელოდება, გამყარებას კი 8%.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საგრძნობლად (40 პროცენტული პუნქტით) შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვს თვეში დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებას ელიან.
ხოლო იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას არ ელოდებიან, 41 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სპეციალისტების დეფიციტი კვლავ რჩება საქართველოში ბიზნესის მთავარ პრობლემად 2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად კვლავ რჩება სპეციალისტების ნაკლებობა.
BAG-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელ უშლის მათ საქმიანობას, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შემცირდა 19 პროცენტული პუნქტით და 49% შეადგინა.
2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია:
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა
შეზღუდული ფინანსური რესურსები.
სპეციალისტებისა და მუშახელის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე მეტად აწუხებს სამრეწველო სექტორს, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები - სამშენებლო სექტორს, ხოლო ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა - სამშენებლო და ვაჭრობის სექტორებს.
ხელმისაწვდომობა ფინანსებზე
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 44%-მა (წინა კვარტლის მსგავსი მაჩვენებელი) სცადა დაფინანსების მოძიება, მათგან 29%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს მცირე კომპანიებისთვის, მსხვილ საწარმოებს უადვილდებათ დაფინანსების მოძიება. გარდა ამისა, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არიან დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.
ამ პერიოდში, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველა სფეროში გაუმჯობესდა.
არსებული მდგომარეობა ყველაზე პოზიტიურად მომსახურების სექტორმა შეაფასა.
ყველაზე ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვთ სამშენებლო ინდუსტრიის მეწარმეებს.
BAG კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 40%-მა განაცხადა, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, შტატების შემცირებაზე მხოლოდ 5% საუბრობს. კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რიცხვი უცვლელი დარჩა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 34% ფიქრობს, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში თანამშრომელთა რაოდენობას გაზრდის. გამოკითხულთა 5% მომავალ კვარტალში პერსონალის შემცირებას გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს თანამშრომლების რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 50% პერსონალის გაზრდას აპირებს.