https://sputnik-georgia.com/20240923/papuashvili-eutos-sadamkvirveblo-misiis-xelmzgvanels-shexvda-290022902.html
პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 23.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-23T20:14+0400
2024-09-23T20:14+0400
2024-09-23T20:14+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველო - ეუთო
ეუთო/ოდირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/17/290020668_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_fa4eecfa18623ab8986432278cdef0bf.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია საქართველოში 12 სექტემბერს ჩამოვიდა - მისია 12 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება.შეხვედრაზე აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის ხელძმღვანელმა დადებითად შეაფასა.ამასთან, მერფიმ პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო. პაპუაშვილმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე მოწვევა გაუგზავნა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთოს და ევროკავშირს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით, რათა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს.საპარლამენტო არჩევნები -2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/17/290020668_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_c76ff92a432799573335d8bd34191af7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები
პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პაპუაშვილმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია საქართველოში 12 სექტემბერს ჩამოვიდა - მისია 12 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება.
მერფი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო საქმიანობით დაინტერესდა, რაზეც პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის ხელძმღვანელმა დადებითად შეაფასა.
ამასთან, მერფიმ პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო.
პაპუაშვილმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე მოწვევა გაუგზავნა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთოს და ევროკავშირს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით, რათა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.