კახეთში ბრმა ტყვიას 52 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2024
გამოწერა
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. კახეთში ბრმა ტყვიას 52 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა სიღნაღის რაიონში, ქედელის დასახლებაში, ერთ-ერთ აგარაკზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებული სტუმრებს მასპინძლობდა და სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა, ტყვია შემთხვევით მის მეგობარს მოხვდა.
გულმკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0