https://sputnik-georgia.com/20240923/gardaicvala-givi-shaxnazari-290013685.html
გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი
გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი
Sputnik საქართველო
შაჰნაზარი იყო ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი. 23.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-23T13:39+0400
2024-09-23T13:39+0400
2024-09-23T13:39+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281599125_0:0:650:366_1920x0_80_0_0_3c05ce4c8c478bf393a940c7f88a46ab.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.გივი შაჰნაზარი 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სომხური, რუსული, ოსური და აფხაზური პოეზიის მთარგმნელი.1984-1987 წლებში გივი შაჰნაზარი იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1997 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტი. შაჰნაზარი 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.იგი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებდა თარგმანებს სომხური, აფხაზური და ოსური ენებიდან. პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია: საიათნოვას „ლექსები“(1972), სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“(1978), ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“(2000). მან ქართულ ენაზე ააჟღერა არაერთი სომეხი, აფხაზი და ოსი პოეტის ლექსები.მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს კი მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, სამი წლის შემდეგ კი თბილისის ერთგულების ორდენით. ასევე იყო პრემია „საგურამოს“ და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281599125_38:0:625:440_1920x0_80_0_0_8b35cb4131e992a8924b08d91aeb3005.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი
შაჰნაზარი იყო ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
გივი შაჰნაზარი 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სომხური, რუსული, ოსური და აფხაზური პოეზიის მთარგმნელი.
„მწერალთა სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თვალსაჩინო გივი შაჰნაზარი... მწერალთა სახლი თანაუგრძნობს გივი შაჰნაზარის ოჯახს და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1984-1987 წლებში გივი შაჰნაზარი იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1997 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტი. შაჰნაზარი 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
იგი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებდა თარგმანებს სომხური, აფხაზური და ოსური ენებიდან. პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია: საიათნოვას „ლექსები“(1972), სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“(1978), ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“(2000). მან ქართულ ენაზე ააჟღერა არაერთი სომეხი, აფხაზი და ოსი პოეტის ლექსები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს კი მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია.
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, სამი წლის შემდეგ კი თბილისის ერთგულების ორდენით. ასევე იყო პრემია „საგურამოს“ და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.