https://sputnik-georgia.com/20240922/saberznetshi-saqartvelos-moqalaqem-policiels-pexze-ukbina-290009254.html
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა
Sputnik საქართველო
30 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T16:29+0400
2024-09-22T16:29+0400
2024-09-22T16:52+0400
საქართველო
საბერძნეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საბერძნეთში საქართველოს 30 წლის მოქალაქე პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.შემთხევვა აეროპორტ „მაკედონიაში" მოხდა. გამოძიების მიხედვით, მამაკაცი აეროპორტში საქართველოში გამოფრენის მიზნით მივიდა, სადაც დადგინდა, რომ იგი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციამ მისი დაკავება სცადა, რა დროსაც იგი პოლიციას დაუპირისპირდა.მომხდარის შემდეგ 30 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს. იგი სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში ცნეს დამნაშავედ. ამასთან, მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე დეპორტაციასთან დაკავშირებით, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.30 წლის მამაკაცს სასამართლომ 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციელს თავს დაესხა და ფეხზე უკბინა
16:29 22.09.2024 (განახლებულია: 16:52 22.09.2024) 30 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საბერძნეთში საქართველოს 30 წლის მოქალაქე პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხევვა აეროპორტ „მაკედონიაში" მოხდა.
გამოძიების მიხედვით, მამაკაცი აეროპორტში საქართველოში გამოფრენის მიზნით მივიდა, სადაც დადგინდა, რომ იგი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციამ მისი დაკავება სცადა, რა დროსაც იგი პოლიციას დაუპირისპირდა.
მომხდარის შემდეგ 30 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს. იგი სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში ცნეს დამნაშავედ. ამასთან, მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე დეპორტაციასთან დაკავშირებით, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.
30 წლის მამაკაცს სასამართლომ 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.