https://sputnik-georgia.com/20240922/ra-tanxis-gamoyeneba-sheuzliat-partiebs-archevnebistvis-290003867.html
რა თანხის გამოყენება შეუძლიათ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?
რა თანხის გამოყენება შეუძლიათ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T11:51+0400
2024-09-22T11:51+0400
2024-09-22T11:51+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხის ფინანსური მხარე ერთ-ერთი ყველაზე საკამათოა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ყველა საკითხი რეგულირდება კანონით - დანახარჯებიდან დაწყებული რეკლამის ღირებულებამდე.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 20 სექტემბრის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 26 პარტიაა დარეგისტრირებული.კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. ხარჯების შესახებ მონაცემები ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება. აღნიშნული ფონდის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია ასევე უნდა შეიცავდეს საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს.საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა. არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტის მიერ დაუშვებელია სხვა სახსრების გამოყენება, გარდა საარჩევნო კამპანიის ფონდის შესაბამისი სახსრებისა.საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ქვეყნის მშპ-ის 0,04%-ს.აღნიშნულ თანხაში შედის საარჩევნო სუბიექტისა და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებსაც ადგენს ანტიკორუფციული ბიურო და რის შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.პოლიტიკური რეკლამაპარტიებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან, აქვთ უფლება ისარგებლონ უფასო სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამით. რეკლამის გაშვების თანმიმდევრობასა და განრიგს ადგენენ მაუწყებლები თანაბარი სამაუწყებლო დროის გათვალისწინებით. ამასთან, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების თანმიმდევრობა დამოკიდებულია საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული დაფინანსების ოდენობაზე.რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მისი ღირებულება დამოკიდებულია მაუწყებელზე და ჩვენების დროზე.„Sputnik-საქართველო" წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს წამყვან სატელევიზიო არხებზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთის ღირებულების შესახებ 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში.„რუსთავი 2"18:30 – 8,8 ათასი ლარი19:05 – 20:10 – 9,4 ათასი ლარი21:51 – 14,9 ათასი ლარი22:30 – 22:50 – 20,4 ათასი ლარი საზოგადოებრივი მაუწყებელი „პირველი არხი"18:00 – 00:59 – 3,3 ათასი ლარი„იმედი"18:15 – 19:39 - 10,34 ათასი ლარი20:30 – 16,26 ათასი ლარი21:37 – 15,95 ათასი ლარი22:30 – 22:37 – 21,56 ათასი ლარი„ფორმულა"18:20 – 19:15 – 1,5 ათასი ლარი19:15 – 2 ათასი ლარი20:55– 21:55 – 2,5 ათასი ლარი„მთავარი არხი"18:30 – 20:00 – 3,06 ათასი ლარი20:30 – 20:54 – 4 ათასი ლარი21:30 – 23:00 – 5 ათასი ლარი„ტვ პირველი"18:30 – 19:30 – 4,05 ათასი ლარი19:54 – 5 ათასი ლარი20:42 – 4,6 – 4,8 ათასი ლარი21:20 – 4,8 – 5 ათასი ლარი22: 20 – 4,9 ათასი ლარი.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რა თანხის გამოყენება შეუძლიათ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხის ფინანსური მხარე ერთ-ერთი ყველაზე საკამათოა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ყველა საკითხი რეგულირდება კანონით - დანახარჯებიდან დაწყებული რეკლამის ღირებულებამდე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 20 სექტემბრის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 26 პარტიაა დარეგისტრირებული.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკური პარტიის ფონდიდან.
თითოეული პარტია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. ხარჯების შესახებ მონაცემები ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება.
აღნიშნული ფონდის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია ასევე უნდა შეიცავდეს საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს.
საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტის მიერ დაუშვებელია სხვა სახსრების გამოყენება, გარდა საარჩევნო კამპანიის ფონდის შესაბამისი სახსრებისა.
საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ქვეყნის მშპ-ის 0,04%-ს.
აღნიშნულ თანხაში შედის საარჩევნო სუბიექტისა და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებსაც ადგენს ანტიკორუფციული ბიურო და რის შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.
პარტიებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან, აქვთ უფლება ისარგებლონ უფასო სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამით. რეკლამის გაშვების თანმიმდევრობასა და განრიგს ადგენენ მაუწყებლები თანაბარი სამაუწყებლო დროის გათვალისწინებით. ამასთან, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების თანმიმდევრობა დამოკიდებულია საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული დაფინანსების ოდენობაზე.
რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მისი ღირებულება დამოკიდებულია მაუწყებელზე და ჩვენების დროზე.
„Sputnik-საქართველო" წარმოგიდგენთ
ინფორმაციას საქართველოს წამყვან სატელევიზიო არხებზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთის ღირებულების შესახებ 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში.
19:05 – 20:10 – 9,4 ათასი ლარი
22:30 – 22:50 – 20,4 ათასი ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი „პირველი არხი"
18:00 – 00:59 – 3,3 ათასი ლარი
18:15 – 19:39 - 10,34 ათასი ლარი
22:30 – 22:37 – 21,56 ათასი ლარი
18:20 – 19:15 – 1,5 ათასი ლარი
20:55– 21:55 – 2,5 ათასი ლარი
18:30 – 20:00 – 3,06 ათასი ლარი
20:30 – 20:54 – 4 ათასი ლარი
21:30 – 23:00 – 5 ათასი ლარი
18:30 – 19:30 – 4,05 ათასი ლარი
20:42 – 4,6 – 4,8 ათასი ლარი
21:20 – 4,8 – 5 ათასი ლარი
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.