https://sputnik-georgia.com/20240922/qvrivishvili-british-airways-shemosvla-mnishvnelovania-290007911.html
ქვრივიშვილი: ბაზარზე British Airways-ის შემოსვლა აშშ-სთან ფრენების დაჩქარების წინაპირობაა
ქვრივიშვილი: ბაზარზე British Airways-ის შემოსვლა აშშ-სთან ფრენების დაჩქარების წინაპირობაა
Sputnik საქართველო
British Airways ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას 2025 წლის მარტიდან დაიწყებს. 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T16:56+0400
2024-09-22T16:56+0400
2024-09-22T16:56+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/62/248896236_0:25:2838:1621_1920x0_80_0_0_41e6fff5dd2744cb481748b8e315c7fa.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს.როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ისეთი ძლიერი ავიაკომპანიების შემოსვლა, როგორიც ავიაკომპანია British Airways-ია, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნის აღიარებაა.მისი თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება და საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიის შემოსვლა ამ პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.გავრცელებული ინფორმაციით, American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.British Airways რეისებს 190 მიმართულებით 65 ქვეყანაში ასრულებს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში. მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ დონეს 1,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/62/248896236_324:0:2516:1644_1920x0_80_0_0_a8c790edb76ca5be75b0038ba064da0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი
ქვრივიშვილი: ბაზარზე British Airways-ის შემოსვლა აშშ-სთან ფრენების დაჩქარების წინაპირობაა
British Airways ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას 2025 წლის მარტიდან დაიწყებს.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ისეთი ძლიერი ავიაკომპანიების შემოსვლა, როგორიც ავიაკომპანია British Airways-ია, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნის აღიარებაა.
„British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით, რადგან ამ ავიაკომპანიას თავის მხრივ აქვს ძალიან კარგი კავშირი დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ის მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება და საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიის შემოსვლა ამ პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გავრცელებული ინფორმაციით, American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
British Airways რეისებს 190 მიმართულებით 65 ქვეყანაში ასრულებს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში. მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ დონეს 1,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.