https://sputnik-georgia.com/20240922/pipas-reitingshi-saqartvelos-nakrebi-dawinaurda-290007248.html
ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
Sputnik საქართველო
ფიფას რეიტინგის ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა. შემდეგ მოდის საფრანგეთი და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი. 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T18:51+0400
2024-09-22T18:51+0400
2024-09-22T18:51+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289841320_0:111:1440:921_1920x0_80_0_0_2155ebc7dc665d1be3edb0affbcedddd.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ორ მატჩში გამარჯვების შემდეგ ფიფას რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 66-ე ადგილი დაიკავა.7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.10 სექტემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა - მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში ექვსი ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი.ფიფას რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგი 1998 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, მაშინ ნაკრებმა 42-ე ადგილი დაიკავა.უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.სამი დღის შემდეგ კი ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ალბანეთს დაუპირისპირდება.ფიფას რეიტინგის ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა. შემდეგ მოდის საფრანგეთი და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289841320_93:0:1344:938_1920x0_80_0_0_0d3e591091cfaae9ca1409f1bcefb9d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
ფიფას რეიტინგის ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა. შემდეგ მოდის საფრანგეთი და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ორ მატჩში გამარჯვების შემდეგ ფიფას რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 66-ე ადგილი დაიკავა.
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
10 სექტემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა - მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში ექვსი ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი.
ფიფას რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგი 1998 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, მაშინ ნაკრებმა 42-ე ადგილი დაიკავა.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.
სამი დღის შემდეგ კი ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ალბანეთს დაუპირისპირდება.
ფიფას რეიტინგის ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა. შემდეგ მოდის საფრანგეთი და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი.