https://sputnik-georgia.com/20240922/mamardashvili-sauketeso-motamashed-dasaxelda-290008783.html
მამარდაშვილი „ჟირონასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
მამარდაშვილი „ჟირონასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, პრესტიჟული Yashin Trophy 2024-ის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T19:39+0400
2024-09-22T19:39+0400
2024-09-22T19:39+0400
საქართველო
ესპანეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_20d5188bd385712cc622de439489717c.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ვალენსიასა" და „ჟირონას" შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.„ვალენსიამ“ მეტოქეს საკუთარ მოუდანზე უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0. გოლები ხუანპემ (ავტოგოლი, 56-ე წუთზე) და დანიელ გომესმა (58-ე წუთზე) გაიტანეს.მამარდაშვილმა სამი სეივი შეასრულა. „ჟირონასთან" მატჩი მამარდაშვილისთვის ამ სეზონში პირველი იყო, სადაც მან კარის „მშრალად" შენახვა მოახერხა.ლა ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a3f093aec8cd74dee37982e017868ddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მამარდაშვილი „ჟირონასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, პრესტიჟული Yashin Trophy 2024-ის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ვალენსიასა" და „ჟირონას" შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ვალენსიამ“ მეტოქეს საკუთარ მოუდანზე უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0. გოლები ხუანპემ (ავტოგოლი, 56-ე წუთზე) და დანიელ გომესმა (58-ე წუთზე) გაიტანეს.
მამარდაშვილმა სამი სეივი შეასრულა. „ჟირონასთან" მატჩი მამარდაშვილისთვის ამ სეზონში პირველი იყო, სადაც მან კარის „მშრალად" შენახვა მოახერხა.
ლა ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.