https://sputnik-georgia.com/20240922/kobaxidze-gaeros-generalur-asambleaze-sityvit-gamova-290004812.html
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
Sputnik საქართველო
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს. 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T13:11+0400
2024-09-22T13:11+0400
2024-09-23T10:59+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180223_215:338:1055:811_1920x0_80_0_0_c31adfdb9a31b83c51ba00a88af4671a.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ს 22-26 სექტემბერს ეწვევა, სადაც მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180223_241:327:941:852_1920x0_80_0_0_f3ef364f338416a0b16d385652a83bfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
13:11 22.09.2024 (განახლებულია: 10:59 23.09.2024) აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
თბილისი, 22 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ს 22-26 სექტემბერს ეწვევა, სადაც მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.