გურიის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerყვითელი ლენტი
ყვითელი ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2024
გამოწერა
მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების ძალადობის კვალი ატყვია. იგი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0