https://sputnik-georgia.com/20240922/ceskom-40-adgilobrivi-arasamtavrobo-organizacia-daaregistrira-290002914.html
ცესკომ არჩევნების დამკვირვებლად 40-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია უკვე დაარეგისტრირა
ცესკომ არჩევნების დამკვირვებლად 40-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია უკვე დაარეგისტრირა
Sputnik საქართველო
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 22.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-22T09:51+0400
2024-09-22T09:51+0400
2024-09-22T09:51+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 20 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად 42 ადგილობრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.20 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია შემდეგი ადგილობრივი ორგანიზაციები:„სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“„სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის"„რეგიონული განვითარებისა და დახმარების ცენტრი"„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"„საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა და კვალიფიციური კადრებისა და სტუდენტების მომზადების პროფკავშირი“"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია""თავისუფალი ხმა"მოძრაობა "სირცხვილია""მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება""ღია სივრცე კავკასია""საქართველოს მომავლის აკადემია""საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო""მიშგოვ ლარდა""საარჩევნო ლაბორატორია""ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია""მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება""საქართველოს ევროპული ორბიტა""ერთიანობის კავშირი - სამოქალაქო საზოგადოება მრავალეროვნული საქართველო""დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი""მედიის და უფლებების დაცვის ცენტრი""ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა""12 სართული ევროკავშირისთვის""რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი"„პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“"განათლების პროფესიული კავშირი""ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის""ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921""ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის""ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის""დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი"„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“"დემოკრატიის დაცვის შტაბი""საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება"„სამოქალაქო იდეა - სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“„საჯარო უწყებებისა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა“"საქართველოს განვითარების ფონდი - ქადაგი"„საქართველო-დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება”„თავისუფლების ინსტიტუტი"„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება”„ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის”„პრევენცია პროგრესისთვის”„დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა”.განაცხადების შევსების და გადამოწმების შემდეგ ცესკო საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან.ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
ცესკომ არჩევნების დამკვირვებლად 40-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია უკვე დაარეგისტრირა
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 20 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად 42 ადგილობრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
20 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია შემდეგი ადგილობრივი ორგანიზაციები: „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“
„სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის"
„რეგიონული განვითარებისა და დახმარების ცენტრი"
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"
„საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა და კვალიფიციური კადრებისა და სტუდენტების მომზადების პროფკავშირი“
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
"მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება"
"საქართველოს მომავლის აკადემია"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია"
"მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება"
"საქართველოს ევროპული ორბიტა"
"ერთიანობის კავშირი - სამოქალაქო საზოგადოება მრავალეროვნული საქართველო"
"დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი"
"მედიის და უფლებების დაცვის ცენტრი"
"ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა"
"12 სართული ევროკავშირისთვის"
"რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი"
„პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“
"განათლების პროფესიული კავშირი"
"ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის"
"ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921"
"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის"
"ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის"
"დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი"
„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“
"დემოკრატიის დაცვის შტაბი"
"საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება"
„სამოქალაქო იდეა - სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“
„საჯარო უწყებებისა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა“
"საქართველოს განვითარების ფონდი - ქადაგი"
„საქართველო-დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება”
„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება”
„ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის”
„პრევენცია პროგრესისთვის”
„დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა”.
განაცხადების შევსების და გადამოწმების შემდეგ ცესკო საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს დამკვირვებელთა რაოდენობას თითოეული ორგანიზაციიდან.
ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.