სამეგრელოში პოლიციელს ჯგუფურ ძალადობას, მუქარასა და იძულებას ედავებიან

© Special Investigation Serviceსპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამართალდამცველს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სამეგრელოში მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს 2022 წლიდან მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე 2024 წლის 10 აგვისტოს ბრალდებულსა და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მეზობელი დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვისთანავე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, ჩატარდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რის საფუძველზეც ჯგუფური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს და მისი ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები.
ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0