მატვიენკომ ევრაზიის ქალთა ფორუმი შეაჯამა

© photo : Press office of Federal Assembly of the Russian Federation
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2024
გამოწერა
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქალთა საზოგადოება აჩვენებს მსოფლიოს მზადყოფნას,ჩაერთოს დიალოგში, მოიძიოს საერთო გადაწყვეტილებები, მიდგომები და შექმნას მომავალი, რომელიც ერთიანი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადარუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ.
ასე მან ევრაზიის ქალთა მეოთხე ფორუმის (EWF) შედეგები შეაჯამა.
„ჩვენ კვლავ ვიგრძენით შეუდარებელი ერთობა, ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა, რაც ფორუმს აქცევს არა მხოლოდ უდიდეს მსოფლიო მოვლენად, არამედ ნამდვილი მეგობრებისა და თანამოაზრეების საზოგადოებად“, — თქვა მან.
როგორც ფედერაციის საბჭოს სპიკერმა აღნიშნა, ფორუმის სამი დღის განმავლობაში ახალი რეკორდები დაფიქსირდა როგორც მონაწილეთა რაოდენობის, ისე თემების გაშუქებისა და ღონისძიებების დონის მიხედვით.
ამასთან მატვიენკოს მიაჩნია, რომ ფორუმის მუშაობას განსაკუთრებული წონა და პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინის პირადმა მონაწილეობამ შესძინა.
ევრაზიის ქალთა IV ფორუმი სანქტ-პეტერბურგში 18 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდა. მისი ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის ფედერაციის საბჭო და დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეა.
ყველა ახალი ამბავი
0