https://sputnik-georgia.com/20240920/saqartvelosi-tarlituri-qol-centris-saqmis-axali-figurantebi-daakaves-289988288.html
საქართველოში თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმის ახალი ფიგურანტები დააკავეს
საქართველოში თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმის ახალი ფიგურანტები დააკავეს
Sputnik საქართველო
ორი ბრალდებული - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი გამოძიებას ემალებიან. 20.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-20T18:25+0400
2024-09-20T18:25+0400
2024-09-20T18:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. „თაღლითური ქოლცენტრის „მორგან ლიმიტედის“ მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ფულის მითვისების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, რომელთაგანაც ორი იძებნება, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.საქმე ეხება შპს „მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3.170.000 ევროს.საქმეში ასევე მოხსენიებული არიან წინა ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მისი ნათესავები. პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.საქმის ახალი ფიგურანტები და დეტალებიჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „მორგან ლიმიტედი“ უკრაინის მოქალაქემ დააფუძნა, რომლის ბაზაზეც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საქართველოში 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა.ამჯერად დააკავეს შპს Morgan Limited-ის სამი წარმომადგენელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოების და გერმანულ-ინგლისურ მიმართულებებზე.დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და ქმნიდნენ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის.თავის მხრივ, სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე.დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს ისინი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფულს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ და უშვებდნენ მიმოქცევაში, მათ შორის იძენდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას.სისხლის სამართლის პასუხისმგებაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა არის მიცემული. პროკურატურის ცნობით, ისინი არაოფიციალურად ფლობდნენ წილებს კრიმინალურ ქოლ ცენტრში და სხვა პირებთან ერთად იყვნენ ფაქტობრივი მფლობელები.გამოძიების ინფორმაციით, ბინიაშვილი და თოდუა უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის.ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.საქმის ხუთივე ფიგურანტს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისათვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოში თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმის ახალი ფიგურანტები დააკავეს
ორი ბრალდებული - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი გამოძიებას ემალებიან.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. „თაღლითური ქოლცენტრის „მორგან ლიმიტედის“ მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ფულის მითვისების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, რომელთაგანაც ორი იძებნება, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
საქმე ეხება შპს „მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3.170.000 ევროს.
საქმეში ასევე მოხსენიებული არიან წინა ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მისი ნათესავები. პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
საქმის ახალი ფიგურანტები და დეტალები
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „მორგან ლიმიტედი“ უკრაინის მოქალაქემ დააფუძნა, რომლის ბაზაზეც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საქართველოში 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა.
ამჯერად დააკავეს შპს Morgan Limited-ის სამი წარმომადგენელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოების და გერმანულ-ინგლისურ მიმართულებებზე.
დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და ქმნიდნენ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის.
თავის მხრივ, სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე.
დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს ისინი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.
უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფულს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ და უშვებდნენ მიმოქცევაში, მათ შორის იძენდნენ მოძრავ და უძრავ ქონებას.
სისხლის სამართლის პასუხისმგებაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა არის მიცემული. პროკურატურის ცნობით, ისინი არაოფიციალურად ფლობდნენ წილებს კრიმინალურ ქოლ ცენტრში და სხვა პირებთან ერთად იყვნენ ფაქტობრივი მფლობელები.
გამოძიების ინფორმაციით, ბინიაშვილი და თოდუა უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის.
ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.
საქმის ხუთივე ფიგურანტს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისათვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.
კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.