https://sputnik-georgia.com/20240920/saqartvelo-istoriul-termul-qalaqta-asociaciis-wevri-gaxda-289988991.html
საქართველო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციაში გაწევრიანდა
საქართველო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციაში გაწევრიანდა
Sputnik საქართველო
დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია საქართველოს კურორტების ისტორიაში, აღნიშნეს კურორტების განვითარების სააგენტოში. 20.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-20T19:16+0400
2024-09-20T19:16+0400
2024-09-20T19:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23124/79/231247987_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_82694bf687c430309dc09518cc9a6f47.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. კურორტების განვითარების სააგენტო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) წევრად აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.წევრობის დამადასტურებელი სიგელი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იზაბელ გრეგუარმა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს 20 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში, ლიეჟის პროვინციის ქალაქ სპაში გამართულ EHTTA-ს საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ გადასცა.ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან ერთად, წევრი სახელმწიფოების სპა მემკვიდრეობის საკითხები, თერმული კურორტების განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და ხედვები განიხილებოდა.ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს.EHTTA-ში გაწევრიანება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23124/79/231247987_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_4246989234b2b02f4379ea90f0ce3f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
საქართველო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციაში გაწევრიანდა
დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია საქართველოს კურორტების ისტორიაში, აღნიშნეს კურორტების განვითარების სააგენტოში.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. კურორტების განვითარების სააგენტო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) წევრად აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წევრობის დამადასტურებელი სიგელი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იზაბელ გრეგუარმა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს 20 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში, ლიეჟის პროვინციის ქალაქ სპაში გამართულ EHTTA-ს საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ გადასცა.
„დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია სააგენტოს და საქართველოს კურორტების ისტორიაში. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმა და კონტაქტები და ევროპულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ საქართველოს მდიდარი საკურორტო პოტენციალი“, - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან ერთად, წევრი სახელმწიფოების სპა მემკვიდრეობის საკითხები, თერმული კურორტების განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და ხედვები განიხილებოდა.
ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს.
EHTTA-ში გაწევრიანება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.