https://sputnik-georgia.com/20240920/pavel-hercinskim-saqartvelos-moqalaqeebistvis-uvizo-rejimis-gauqmeba-ar-gamoricxa-289995897.html
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა
Sputnik საქართველო
როგორც პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, 26 ოქტომბერს საქართველოში „დემოკრატიის ზეიმი“ იქნება 20.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-20T23:27+0400
2024-09-20T23:27+0400
2024-09-20T23:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277024074_0:191:2000:1316_1920x0_80_0_0_6001b0e1ce95815ec8302f2dc0047bf9.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება - ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც ევროკავშირმა შესაძლოა აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიზრდება, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.მისი თქმით, წევრი ქვეყნების მიერ უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი სხვა „ოპციებთან“ ერთად განიხილებოდა.„ჩვენ ეს საკითხი შიდა დონეზე განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიდა დონეზე და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ოპცია მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.მისი თქმით, ევროკაშირში ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და იმედს იტოვებენ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა, ხოლო თავად არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.„ეს არის მოვლენების ჩვენთვის სასურველი განვითარება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ სხვა ბერკეტები, და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცემენ ხმას.„მე ვფიქრობ რომ 26 ოქტომბერს დემოკრატიის ზეიმი იქნება. მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.ამასთან მან ევროკავშირის მიერ არჩევნების შედეგების აღიარების პირობები დაასახელა.ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხოლოდ პირობების შესრულების შემთხვევაში გახდება.„მაგრამ მთავარი შეკითხვაა, სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სურს თუ არა საქართველოს გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და ეს რომ მოხდეს, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს არ არის სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პირობები. ეს პირობები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.შანტაჟის მცდელობა: პრემიერი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განცხადებაზე>>მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277024074_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f809faf025e2ced1839fff3a6eb36968.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა
როგორც პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, 26 ოქტომბერს საქართველოში „დემოკრატიის ზეიმი“ იქნება
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება - ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც ევროკავშირმა შესაძლოა აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიზრდება, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, წევრი ქვეყნების მიერ უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი სხვა „ოპციებთან“ ერთად განიხილებოდა.
„ჩვენ ეს საკითხი შიდა დონეზე განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიდა დონეზე და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ოპცია მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკაშირში ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და იმედს იტოვებენ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა, ხოლო თავად არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
„ეს არის მოვლენების ჩვენთვის სასურველი განვითარება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ სხვა ბერკეტები, და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცემენ ხმას.
„მე ვფიქრობ რომ 26 ოქტომბერს დემოკრატიის ზეიმი იქნება. მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან მან ევროკავშირის მიერ არჩევნების შედეგების აღიარების პირობები დაასახელა.
„იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი. ჩვენ, ევროკავშირი ვაღიარებთ მის შედეგებს და ვიმუშავებთ ყველა მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა ელჩმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხოლოდ პირობების შესრულების შემთხვევაში გახდება.
„მაგრამ მთავარი შეკითხვაა, სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სურს თუ არა საქართველოს გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და ეს რომ მოხდეს, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს არ არის სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი პირობები. ეს პირობები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.