https://sputnik-georgia.com/20240920/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-20-seqtemberi-289961827.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 20.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-20T00:15+0400
2024-09-20T00:15+0400
2024-09-20T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909133_0:160:3074:1889_1920x0_80_0_0_196fb4adf803d8ec76acbe547b0dea50.jpg
დღეს 2024 წლის 20 სექტემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.შეიძლება ითქვას, რომ იდეალური დღეა ყველაზე თამამი გეგმების რეალიზაციისთვის.თქვენი სურვილები შესაძლებლობებთან ჰარმონიაშია, ამიტომ არ შეუშინდეთ ოცნებას და რაც მთავარია, მის ცხოვრებაში განხორციელებას. დღეს წარმატება ელოდება მას, ვისაც მოქმედების არ ეშინია. შესანიშნავი დროა არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და ამბიციური პროექტებისთვის.ვერძი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, რაღაც საკითხში ცოდნა ან გამოცდილება არ გეყოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად ცხოვრებას, ისე საქმიანობას, ადამიანებთან ურთიერთობებს. თუ არ აღიარებთ თქვენს არცოდნას, შეცდომების დაშვებით რისკავთ, რომელიც უამრავ პრობლემას მოიტანს. ერთადერთი სწორი გზა გარშემომყოფებისთვის რჩევის კითხვაა. სამსახურში რჩევა გამოცდილ სპეციალისტს ჰკითხეთ, საოჯახო საქმეებში კი ყველაზე ბრძენ ახლობელს.კურო: საქმეები წარმატებულად აეწყობა ისე, რომ დიდი ძალისხმევის გამოჩენაც არ მოგიწევთ. ეს ის დღეა, როდესაც თქვენი სურვილები და შესაძლებლობები სრულ თანხვედრაშია. არაა გამორიცხული, რომ სასიამოვნო სიურპრიზიც მოგიმზადოთ ბედმა – რომანტიკული შეხვედრა ან მოულოდნელად შემოსული თანხა. თუ დიდი პროექტის განხორციელებას აპირებთ, ან საპასუხისმგებლო საუბარს, სწორედ რომ შესაფერისი დღეა, ასე რომ, იმოქმედეთ!ტყუპი: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი სამუშაოსა და დაგეგმვისთვის. არაა გამორიცხული, რომ უამრავი შეცდომა დაუშვათ. თუ მაინც მოგიწიათ გონებრივი სამუშაოს შესრულება, აჯობებს, თუ ნამუშევარს ჯერჯერობით არავის აჩვენებთ. მით უმეტეს, არ ღირს გეგმების დაუყოვნებლივი რეალიზაცია. დიდი ალბათობით, ეს გეგმები რეალობისგან ძალიან შორს დგას. მასზე კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო.კირჩხიბი: პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ იმისთვის, რომ გარშემომყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ – ისინი ისედაც თქვენ მხარეს არიან. თქვენზე დიდი მოთხოვნა იქნება სამუშაოზეც, ბიზნესშიც, მეგობრობასა და სიყვარულშიც. გამოიყენეთ ეს დღე ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მიიღეთ ადამიანების მხარდაჭერა, წაწიეთ წინ პროექტი, სთხოვეთ ვინმეს დახმარება. თქვენი იდეები დღეს საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება, სიტყვები დამაჯერებლად ისმის, ამიტომ ელოდეთ შესაბამის შედეგებსაც.ლომი: დღეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ყველაზე რთული ამოცანები, დაგეგმოთ მომავალი საქმიანობა. პროექტების და მით უფრო, მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებისგან კი, ჯობს, ჯერ თავი შეიკავოთ. გაქვთ ანალიზის უნარი, შეგიძლიათ რთული სქემების აგება. ამის წყალობით ნებისმიერ პრობლემას სათანადოდ გადაჭრით, თქვენი სამომავლო გეგმები კი კარგად მოფიქრებული, საფუძვლის მქონე და საიმედო იქნება.ქალწული: ამ დღეს ყველაზე დიდ წარმატებას ნებისმიერ საქმეში გარშემომყოფებთან თანამშრომლობით მიაღწევთ. შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც მოქმედება, თუმცა გუნდთან ერთად საჭირო და საუკეთესო შედეგებს სწრაფად მიაღწევთ. ამასთან, ირგვლივ მყოფთაგან მხოლოდ საუკეთესო გელოდებათ: შესაძლოა, ვინმემ შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ, ღირებული რჩევა მოგცეთ ან დადებითი სიახლე გაგიზიაროთ.სასწორი: დღეს საქმეებში წარმატებები გელოდებათ, თუმცა ამაში „დამნაშავე“ არა ბრმა იღბალი, არამედ თქვენი სიმტკიცე, აქტიურობა და სხვა თვისებები იქნება, რომლებიც დაგეხმარებათ პრაქტიკულად ნებისმიერი საქმის გაკეთებაში, გზაზე წარმოქმნილი ბარიერების გადალახვაში. დღეს ყველაზე დახლართული და არასაიმედო პროექტების განხორციელებაც კი შეგიძლიათ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იცით პასუხი ორ კითხვაზე: რა უნდა გაკეთდეს და როგორ.მორიელი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის, შესაძლოა, დაბრკოლებები გაჩნდეს, თანაც იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით. საკითხები, რომლებიც გგონიათ, რომ უკვე გადაწყვეტილია, შეიძლება 180 გრადუსით შემობრუნდეს და თქვენგან ახალი ძალისხმევა მოითხოვოს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს გეგმებს მარცხით დამთავრება უწერია. უბრალოდ, მოგიწევთ ჩვეულებრივზე მეტი შრომა, ენერგიისა და დროის დახარჯვა.მშვილდოსანი: თუ დღეს რამე არ გამოგივათ, დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. გეძლევათ კარგი შესაძლებლობები, თუმცა რატომღაც შეიძლება ისინი ვერ შენიშნოთ და გვერდი აუაროთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ადრე უკვე დაშვებული შეცდომა კვლავ გაიმეოროთ. დღე რომ პროდუქტიული იყოს, არ უნდა მოდუნდეთ. წარმატების გარანტიაა ყურადღება საქმეში, ენერგიულობა და რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობა.თხის რქა: დღეს შესანიშნავი დიპლომატი იქნებით. სურვილის შემთხვევაში საერთო ენის გამონახვა შეგიძლიათ ყველასთან – კოლეგებთან, მეგობრებთან, ხელმძღვანელობასთან და უცნობ ადამიანებთანაც კი. თუ დაგიგროვდათ რამე დელიკატური საკითხები ან პრეტენზიები, ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადოთ საუბარი სხვა დროისთვის. დღეს გაქვთ შანსი, რომ თქვენი გრძნობები და აზრები თანამოსაუბრესთან ადვილად მიიტანოთ.მერწყული: დღეს ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა საოცრად გაგიჭირდებათ და უფრო რთული საქმის დაწყება იქნება. ხართ გონებაგაფანტული, მოდუნებული. თუ საქმეები თქვენს ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა, ისინი უსასრულობამდე გააჭიანუროთ. ჩვეულებრივი რაღაცები: ადგომა დილით, შეხვედრაზე დაუგვიანებლად წასვლა, დალაგება – ეს ყველაფერი არასაჭიროდ, უსარგებლოდ მოგეჩვენებათ. რას იზამთ, ადამიანის ორგანიზმის მარაგი უსასრულო არაა. გჭირდებათ დასვენება და ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენა.თევზები: დიდი ალბათობით, საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით – მოვლენები ისე განვითარდება, როგორც გეგმავდით. გარდა ამისა, არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, ბედის საჩუქრები, მაგალითად, მოულოდნელი ფულადი პრემიის, იღბლიანი შენაძენის, ნაცნობობის, ქათინაურის სახით. ეს ნიშნავს, რომ დღეს ცხოვრებაზე საწუწუნო არაფერი გექნებათ. იქნებით პოზიტივით დამუხტული და ირგვლივაც ამ პოზიტივს გაუნაწილებთ ადამიანებს.
https://sputnik-georgia.com/20240104/warmatebis-7-saidumlo-veduri-astrologiis-mixedvit-285433162.html
https://sputnik-georgia.com/20220217/zodiaqos-yvelaze-artistuli-nisnebi-264523238.html
https://sputnik-georgia.com/20210715/zodiaqo-SeuTavsebeli-da-amave-dros-mimzidveli-wyvilebi-252308779.html
https://sputnik-georgia.com/20240228/zodiaqos-yvelaze-azartuli-nisnebi-286619364.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909133_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_1dec5ce853429b6c3afaa48ea466ba1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 20 სექტემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
შეიძლება ითქვას, რომ იდეალური დღეა ყველაზე თამამი გეგმების რეალიზაციისთვის.თქვენი სურვილები შესაძლებლობებთან ჰარმონიაშია, ამიტომ არ შეუშინდეთ ოცნებას და რაც მთავარია, მის ცხოვრებაში განხორციელებას. დღეს წარმატება ელოდება მას, ვისაც მოქმედების არ ეშინია. შესანიშნავი დროა არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და ამბიციური პროექტებისთვის.
ვერძი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, რაღაც საკითხში ცოდნა ან გამოცდილება არ გეყოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად ცხოვრებას, ისე საქმიანობას, ადამიანებთან ურთიერთობებს. თუ არ აღიარებთ თქვენს არცოდნას, შეცდომების დაშვებით რისკავთ, რომელიც უამრავ პრობლემას მოიტანს. ერთადერთი სწორი გზა გარშემომყოფებისთვის რჩევის კითხვაა. სამსახურში რჩევა გამოცდილ სპეციალისტს ჰკითხეთ, საოჯახო საქმეებში კი ყველაზე ბრძენ ახლობელს.
კურო: საქმეები წარმატებულად აეწყობა ისე, რომ დიდი ძალისხმევის გამოჩენაც არ მოგიწევთ. ეს ის დღეა, როდესაც თქვენი სურვილები და შესაძლებლობები სრულ თანხვედრაშია. არაა გამორიცხული, რომ სასიამოვნო სიურპრიზიც მოგიმზადოთ ბედმა – რომანტიკული შეხვედრა ან მოულოდნელად შემოსული თანხა. თუ დიდი პროექტის განხორციელებას აპირებთ, ან საპასუხისმგებლო საუბარს, სწორედ რომ შესაფერისი დღეა, ასე რომ, იმოქმედეთ!
ტყუპი: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი სამუშაოსა და დაგეგმვისთვის. არაა გამორიცხული, რომ უამრავი შეცდომა დაუშვათ. თუ მაინც მოგიწიათ გონებრივი სამუშაოს შესრულება, აჯობებს, თუ ნამუშევარს ჯერჯერობით არავის აჩვენებთ. მით უმეტეს, არ ღირს გეგმების დაუყოვნებლივი რეალიზაცია. დიდი ალბათობით, ეს გეგმები რეალობისგან ძალიან შორს დგას. მასზე კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო.
კირჩხიბი: პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ იმისთვის, რომ გარშემომყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ – ისინი ისედაც თქვენ მხარეს არიან. თქვენზე დიდი მოთხოვნა იქნება სამუშაოზეც, ბიზნესშიც, მეგობრობასა და სიყვარულშიც. გამოიყენეთ ეს დღე ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მიიღეთ ადამიანების მხარდაჭერა, წაწიეთ წინ პროექტი, სთხოვეთ ვინმეს დახმარება. თქვენი იდეები დღეს საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება, სიტყვები დამაჯერებლად ისმის, ამიტომ ელოდეთ შესაბამის შედეგებსაც.
ლომი: დღეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ყველაზე რთული ამოცანები, დაგეგმოთ მომავალი საქმიანობა. პროექტების და მით უფრო, მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებისგან კი, ჯობს, ჯერ თავი შეიკავოთ. გაქვთ ანალიზის უნარი, შეგიძლიათ რთული სქემების აგება. ამის წყალობით ნებისმიერ პრობლემას სათანადოდ გადაჭრით, თქვენი სამომავლო გეგმები კი კარგად მოფიქრებული, საფუძვლის მქონე და საიმედო იქნება.
ქალწული: ამ დღეს ყველაზე დიდ წარმატებას ნებისმიერ საქმეში გარშემომყოფებთან თანამშრომლობით მიაღწევთ. შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც მოქმედება, თუმცა გუნდთან ერთად საჭირო და საუკეთესო შედეგებს სწრაფად მიაღწევთ. ამასთან, ირგვლივ მყოფთაგან მხოლოდ საუკეთესო გელოდებათ: შესაძლოა, ვინმემ შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ, ღირებული რჩევა მოგცეთ ან დადებითი სიახლე გაგიზიაროთ.
სასწორი: დღეს საქმეებში წარმატებები გელოდებათ, თუმცა ამაში „დამნაშავე“ არა ბრმა იღბალი, არამედ თქვენი სიმტკიცე, აქტიურობა და სხვა თვისებები იქნება, რომლებიც დაგეხმარებათ პრაქტიკულად ნებისმიერი საქმის გაკეთებაში, გზაზე წარმოქმნილი ბარიერების გადალახვაში. დღეს ყველაზე დახლართული და არასაიმედო პროექტების განხორციელებაც კი შეგიძლიათ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იცით პასუხი ორ კითხვაზე: რა უნდა გაკეთდეს და როგორ.
მორიელი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის, შესაძლოა, დაბრკოლებები გაჩნდეს, თანაც იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით. საკითხები, რომლებიც გგონიათ, რომ უკვე გადაწყვეტილია, შეიძლება 180 გრადუსით შემობრუნდეს და თქვენგან ახალი ძალისხმევა მოითხოვოს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს გეგმებს მარცხით დამთავრება უწერია. უბრალოდ, მოგიწევთ ჩვეულებრივზე მეტი შრომა, ენერგიისა და დროის დახარჯვა.
მშვილდოსანი: თუ დღეს რამე არ გამოგივათ, დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. გეძლევათ კარგი შესაძლებლობები, თუმცა რატომღაც შეიძლება ისინი ვერ შენიშნოთ და გვერდი აუაროთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ადრე უკვე დაშვებული შეცდომა კვლავ გაიმეოროთ. დღე რომ პროდუქტიული იყოს, არ უნდა მოდუნდეთ. წარმატების გარანტიაა ყურადღება საქმეში, ენერგიულობა და რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობა.
თხის რქა: დღეს შესანიშნავი დიპლომატი იქნებით. სურვილის შემთხვევაში საერთო ენის გამონახვა შეგიძლიათ ყველასთან – კოლეგებთან, მეგობრებთან, ხელმძღვანელობასთან და უცნობ ადამიანებთანაც კი. თუ დაგიგროვდათ რამე დელიკატური საკითხები ან პრეტენზიები, ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადოთ საუბარი სხვა დროისთვის. დღეს გაქვთ შანსი, რომ თქვენი გრძნობები და აზრები თანამოსაუბრესთან ადვილად მიიტანოთ.
მერწყული: დღეს ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა საოცრად გაგიჭირდებათ და უფრო რთული საქმის დაწყება იქნება. ხართ გონებაგაფანტული, მოდუნებული. თუ საქმეები თქვენს ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა, ისინი უსასრულობამდე გააჭიანუროთ. ჩვეულებრივი რაღაცები: ადგომა დილით, შეხვედრაზე დაუგვიანებლად წასვლა, დალაგება – ეს ყველაფერი არასაჭიროდ, უსარგებლოდ მოგეჩვენებათ. რას იზამთ, ადამიანის ორგანიზმის მარაგი უსასრულო არაა. გჭირდებათ დასვენება და ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენა.
თევზები: დიდი ალბათობით, საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით – მოვლენები ისე განვითარდება, როგორც გეგმავდით. გარდა ამისა, არაა გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, ბედის საჩუქრები, მაგალითად, მოულოდნელი ფულადი პრემიის, იღბლიანი შენაძენის, ნაცნობობის, ქათინაურის სახით. ეს ნიშნავს, რომ დღეს ცხოვრებაზე საწუწუნო არაფერი გექნებათ. იქნებით პოზიტივით დამუხტული და ირგვლივაც ამ პოზიტივს გაუნაწილებთ ადამიანებს.