კადიროვმა ფრონტზე ორი Cybertruck-ი გაგზავნა - ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Astafiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2024
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. დასავლური ტექნიკა შესანიშნავად მუშაობს თავისიანებისავე წინააღმდეგ, აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც „სპეცოპერაციის ზონაში“ ორი ავტომობილი Cybertruck გაგზავნა.
„სპეცოპერაციის ზონაში კიდევ ორი კიბერტრაკი გაიგზავნა. დასავლური ტექნიკა შესანიშნავად უმკლავდება მასზე დაკისრებულ ამოცანებს თავისივე დასავლელი უკრონატოელების წინააღმდეგ“, – დაწერა კადიროვმა Telegram-არხზე.
მისი თქმით, მობილური, მოხერხებული და მანევრირებადი ორი მანქანა შეუფერხებლად მუშაობს, ვინაიდან გათიშვა მათ არ შეხებია.
მანამდე, წინა დღით, კადიროვმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ილონ მასკი „ულამაზოდ მოიქცა“ და მას ადრე ნაჩუქარი ძვირადღირებული Cybertruck-ი დისტანციურად გაუთიშა.
ყველა ახალი ამბავი
0