https://sputnik-georgia.com/20240919/partiebs-ceskosi-tavianti-seibis-eleqtronuli-saxit-wardgenis-ufleba-miecat-289976798.html
პარტიებს ცესკოში თავიანთი სიების ელექტრონული სახით წარდგენის უფლება მიეცათ
პარტიებს ცესკოში თავიანთი სიების ელექტრონული სახით წარდგენის უფლება მიეცათ
Sputnik საქართველო
მანამდე პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა მხოლოდ ქაღალდზე შეეძლოთ. 19.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-19T19:17+0400
2024-09-19T19:17+0400
2024-09-19T19:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:63:1280:783_1920x0_80_0_0_ce728de6f3e740dbdbb7f829079d0a7f.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა 26 პარტია, რომლებმაც პარტიული სიები უნდა წარადგინონ.ცესკოში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეუძლიათ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. ამის შემდეგ ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით.„აღნიშნული წესით პარტიული სიის წარდგენის გადაწყვეტილება ექვსმა პარტიამ მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.მანამდე პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა მხოლოდ ქაღალდზე შეეძლოთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6c0fb9f5fddd68498ba1ad47f0470f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო
პარტიებს ცესკოში თავიანთი სიების ელექტრონული სახით წარდგენის უფლება მიეცათ
მანამდე პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა მხოლოდ ქაღალდზე შეეძლოთ.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა 26 პარტია, რომლებმაც პარტიული სიები უნდა წარადგინონ.
ცესკოში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეუძლიათ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. ამის შემდეგ ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით.
„აღნიშნული წესით პარტიული სიის წარდგენის გადაწყვეტილება ექვსმა პარტიამ მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე პარტიებს დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა მხოლოდ ქაღალდზე შეეძლოთ.