https://sputnik-georgia.com/20240919/gaxarias-da-xazarazis-tandemi-caisala-saqartvelo-arcevnebis-molodinsi-289976375.html
გახარიას და ხაზარაძის ტანდემი ჩაიშალა - საქართველო არჩევნების მოლოდინში
გახარიას და ხაზარაძის ტანდემი ჩაიშალა - საქართველო არჩევნების მოლოდინში
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციონერების ორდღიანი აქტიური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა 19.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-19T18:47+0400
2024-09-19T18:47+0400
2024-09-21T00:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618264_0:89:1280:809_1920x0_80_0_0_731fb1eaf7c4beb878ffc516305d823c.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები და „ლელოს“ მიერ შექმნილ კოალიციასთან გაერთიანდეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გუნდის შიგნით კონსენსუსს ვერ მიაღწია, ნათქვამია გახარიას პარტიის განცხადებაში.მოლაპარაკებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მის რეზიდენციაში 17 სექტემბრიდან იმართებოდა. ყოველი შეხვედრის შემდეგ ხაზარაძე აცხადებდა, რომ კონსულტაციებისთვის დრო სჭირდებოდა. კოალიციის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ღიად განაცხადა, რომ ვერ ხედავს გახარიას პარტიასთან გაერთიანების მიზანშეწონილობას მისი წარსულის გამო.იმის გამო, რომ საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, აღნიშნულია განცხადებაში.„ჩვენსა და "ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.ასევე აღნიშნულია, რომ გახარიას პარტიის პოლიტიკური მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ისე გაშვება, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. პარტიის მიზნებში ასევე შედის ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება.გახარიას პარტიამ ასევე გამოხატა პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც „მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში“.თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრეზიდენტი დაადანაშაულეს კონსტიტუციის დარღვევაში, რომელიც მას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას ავალდებულებს.ასეთი გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს! მმართველი ძალა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე>>ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ დიდი ხანია კონფლიქტში არიან. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო, მაგრამ პარლამენტში მანდატების ნაკლებობის გამო, მისი ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.„ქართული ოცნების" ლიდერები ზურაბიშვილს "რადიკალური ოპოზიციის" ნაწილს უწოდებენ, რომელიც მხოლოდ "უცხოელი პატრონების" დაკვეთებს ასრულებს. საპასუხოდ პრეზიდენტი მმართველ პარტიას პრორუსულ ძალას უწოდებს.ძველი კონფლიქტი გახარიასა და ხაზარაძეს შორისმმართველ პარტიაში ამბიციებით გამორჩეული ოპოზიციონერების - გახარიასა და ხაზარაძის უპრინციპობაზე საუბრობენ.უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველივე არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ.2024 წლის ივლისში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ , მოქალაქეები" და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618264_68:0:1207:854_1920x0_80_0_0_0a9f76f55bdd9e2ce7336a8c160a9e6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
გახარიას და ხაზარაძის ტანდემი ჩაიშალა - საქართველო არჩევნების მოლოდინში
18:47 19.09.2024 (განახლებულია: 00:39 21.09.2024) პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციონერების ორდღიანი აქტიური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები და „ლელოს“ მიერ შექმნილ კოალიციასთან გაერთიანდეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გუნდის შიგნით კონსენსუსს ვერ მიაღწია, ნათქვამია გახარიას პარტიის განცხადებაში.
მოლაპარაკებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მის რეზიდენციაში 17 სექტემბრიდან იმართებოდა. ყოველი შეხვედრის შემდეგ ხაზარაძე აცხადებდა, რომ კონსულტაციებისთვის დრო სჭირდებოდა. კოალიციის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ღიად განაცხადა, რომ ვერ ხედავს გახარიას პარტიასთან გაერთიანების მიზანშეწონილობას მისი წარსულის გამო.
„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია“, - ნათქვამია პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
იმის გამო, რომ საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენსა და "ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ გახარიას პარტიის პოლიტიკური მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ისე გაშვება, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. პარტიის მიზნებში ასევე შედის ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება.
გახარიას პარტიამ ასევე გამოხატა პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც „მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში“.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრეზიდენტი დაადანაშაულეს კონსტიტუციის დარღვევაში, რომელიც მას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას ავალდებულებს.
ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ დიდი ხანია კონფლიქტში არიან. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო, მაგრამ პარლამენტში მანდატების ნაკლებობის გამო, მისი ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
„ქართული ოცნების" ლიდერები ზურაბიშვილს "რადიკალური ოპოზიციის" ნაწილს უწოდებენ, რომელიც მხოლოდ "უცხოელი პატრონების" დაკვეთებს ასრულებს. საპასუხოდ პრეზიდენტი მმართველ პარტიას პრორუსულ ძალას უწოდებს.
ძველი კონფლიქტი გახარიასა და ხაზარაძეს შორის
მმართველ პარტიაში ამბიციებით გამორჩეული ოპოზიციონერების - გახარიასა და ხაზარაძის უპრინციპობაზე საუბრობენ.
უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.
გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველივე არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ.
2024 წლის ივლისში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ , მოქალაქეები" და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.