https://sputnik-georgia.com/20240919/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-19-seqtemberi-289944600.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 19.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-19T00:15+0400
2024-09-19T00:15+0400
2024-09-19T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278421868_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_8b797d6185dd0fdc45c06a91ecdb5bfe.jpg
დღეს 2024 წლის 19 სექტემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.კარგი დღეა სადმე წასვლისთვის – განსხვავებულ გარემოში თავს საუკეთესოდ იგრძნობთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, ნაცნობობის გაბმის, სწავლისთვის. არის საფრთხე, რომ სასურველი რეალობად მიიღოთ, ამიტომ სპონტანური რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ. პირად ცხოვრებაში დიდი შესაძლებლობები გაჩნდება საინტერესო ადამიანების გაცნობისა და სიყვარულისთვის – დღეს ემოციები განსაკუთრებულად კაშკაშა იქნება.ვერძი: დიდია ალბათობა, რომ დღეს თქვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე გამოცდა მოეწყოს. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაო კონტაქტებსაც და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებსაც. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება და თუ გსურთ, ამას თავი აარიდოთ, მთელი თქვენი დიპლომატიური უნარები უნდა გამოავლინოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ძალიან გაგანაწყენებთ.კურო: კარგი იქნება, თუ ყველაფერს ყურადღებით მოუსმენთ, რაც ირგვლივ ითქმება. გარშემომყოფების საუბრებიდან თქვენთვის ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ, მაგალითად, რამე ინფორმაცია ან ღირებული იდეა. ამას გარდა, არ ღირს ირგვლივ მყოფთა რჩევების უყურადღებოდ დატოვება, დახმარების შემოთავაზებაზე უარის თქმა. ანუ დღევანდელი წარმატების გასაღები არა მხოლოდ თქვენი ძალისხმევაა, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების დახმარება და ხელშეწყობა.ტყუპი: დღეს რამე ან ვინმე ძალიან დაგაინტერესებთ და გაგიტაცებთ. ეს შეიძლება იყოს ახალი ჰობი, რომანტიკული ნაცნობობა, ან სულაც თვითონ შეიძლება გახდეთ რამე პროექტის შთაგონების წყარო სხვებისთვის. მოგეძალებათ ცნობისმოყვარეობა და ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად მზად ხართ მთები გადადგათ. ვარსკვლავების გაფრთხილებენ, რომ თუ თქვენს ინტერესს არ გააღრმავებთ, ის შეიძლება მალე გაქრეს.კირჩხიბი: კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ გონებრივ სამუშაოსთან დაკავშირებულ საქმეებში. არცთუ ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ იდეების ცხოვრებაში ხორცშესხმას შეუდგეთ, მაგრამ მათი მოფიქრების, დაგეგმვისა და გენერირებისთვის იდეალური დღეა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების კარგი შანსი აქვს. დაიმახსოვრებთ ყველა აზრი, იდეა – შესაძლოა, რომელიმე მართლაც გენიალური აღმოჩნდეს.ლომი: დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა, უბრალოდ, უკუნაჩვენებია. ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და რაც შეიძლება მეტ ადრენალინს მოითხოვს სისხლში. არავითარ შემთხვევაში არ მოთოკოთ თქვენი სწრაფვა მოძრაობისა და ურთიერთობებისკენ. თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფიტნესი, შოპინგი, ახალი ნაცნობობა, თუნდაც ექსტრემალურ სპორტში თავის მოსინჯვა და ფლირტი უცნობთან... რატომაც არა? მთავარია კონტროლი არ დაკარგოთ საკუთარ თავზე და სიტუაციაზე.ქალწული: მოსალოდნელია უთანხმოებები გარშემომყოფებთან. საერთო ენის გამონახვა მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი კატეგორიულობა იქნება – არანაირი სურვილი არ გაქვთ, რომ კომპრომისზე წახვიდეთ. დღეს დიპლომატიურობა და მოთმინება გმართებთ. თუ კამათი რაღაც უაღრესად პრინციპულ საკითხს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ?სასწორი: ვითარებამ დღეს, შესაძლოა, არჩევანის წინაშე დაგაყენოთ. მოგიწევთ გადაწყვეტა, რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც საქმეებს, ისე პირად ცხოვრებას, მათ შორის მომავალსა და სასიყვარულო ურთიერთობებს. მთავარი ისაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყველა სხვა ვარიანტი უნდა დაივიწყოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად აწონ–დაწონოთ ყველაფერი. წარმატებული არჩევანის წესი ამგვარია: გული მიგითითებთ, რა უნდა გააკეთოთ და გონება – რა არ უნდა გააკეთოთ.მორიელი: თქვენი გული და გონება დღეს ჰარმონიაში არ იქნება ერთმანეთთან. სურვილები ერთ მხარეს გიბიძგებენ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – სრულიად სხვა მიმართულებით. თუ ასეთი რამ მოხდა, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჩქარდეთ. დიდი ალბათობით, რაც არ უნდა აირჩიოთ, არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მოიწონოს. და თუ თავდაჯერებულად არ გრძნობთ თავს, ე.ი. სხვა ვარიანტები უნდა მოძებნოთ.მშვილდოსანი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც ხალხმრავლობა და მხიარულებაა, სადაც შეიძლება ახალი ნაცნობობის გაბმა. ხართ ძალზე კომუნიკაბელური, ადვილად ურთიერთობთ ადამიანებთან. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რამე ღონისძიებას დაესწროთ, თუნდაც წახვიდეთ კაფეში ან სტუმრად. ურთიერთობების დროს თავს მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩენთ.თხის რქა: საერთოდ არ ხართ განწყობილი, რომ ყოველდღიური, რუტინული სამუშაო შეასრულოთ – თქვენს თავში შორეული მოგზაურობის სურათები იტრიალებს. ექსპერტები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ – დაგეგმოთ თქვენი შვებულება, დაათვალიეროთ ტურისტული მარშრუტები. ეს დაგეხმარებათ გასცდეთ სახლისა და თუ ოფისის კედლებს და ლამაზ ადგილებში იმოგზაუროთ, დაიმუხტოთ პოზიტიურად და ამავე დროს, ყოველდღიურ ყოფას შეეგუოთ.მერწყული: თავს ყველაზე კარგად სახლიდან შორს იგრძნობთ. არ ხართ განწყობილი, რომ სახლში წყნარად ისხდეთ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ცხოვრებაში მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, წახვიდეთ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ, მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები. არ წახვიდეთ სურვილის წინააღმდეგ. თუ შორს ვერ წახვალთ, გაისეირნეთ პარკში, გაიცანით ვინმე, იარშიყეთ – ეს თქვენს გრძნობებს გაამძაფრებს და დღეს გაგილამაზებთ.თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლს გარეთ. მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა, გადით ბუნებაში, ეწვიეთ თეატრს, კინოს... თუ თქვენს ინერტულობას გადალახავთ, არ ინანებთ – დროს შესანიშნავად გაატარებთ, გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. გაიმრავალფეროვნეთ ნაცრისფერი დღეები. გახსოვდეთ, რომ კარგი დღე – ეს ჩვეულებრივი დღე არ არის, რომელიც მაღვიძარით იწყება და ტელევიზორით მთავრდება.
https://sputnik-georgia.com/20181019/riTia-zodiaqos-Tqveni-niSani-sxva-niSanze-ukeTesi-zodiac-242534505.html
https://sputnik-georgia.com/20210113/kviris-dRe-da-misi-gavlena-qalis-xasiaTze-250589753.html
https://sputnik-georgia.com/20210818/zodiaqos-zarmaci-niSnebi-252613671.html
https://sputnik-georgia.com/20240217/zodiaqo-vin-mogcemt-sauketeso-rcevas-286372138.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278421868_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_383e6b7688bd5e271bc1ab683cd25337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 19 სექტემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი დღეა სადმე წასვლისთვის – განსხვავებულ გარემოში თავს საუკეთესოდ იგრძნობთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, ნაცნობობის გაბმის, სწავლისთვის. არის საფრთხე, რომ სასურველი რეალობად მიიღოთ, ამიტომ სპონტანური რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ. პირად ცხოვრებაში დიდი შესაძლებლობები გაჩნდება საინტერესო ადამიანების გაცნობისა და სიყვარულისთვის – დღეს ემოციები განსაკუთრებულად კაშკაშა იქნება.
ვერძი: დიდია ალბათობა, რომ დღეს თქვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე გამოცდა მოეწყოს. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაო კონტაქტებსაც და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებსაც. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება და თუ გსურთ, ამას თავი აარიდოთ, მთელი თქვენი დიპლომატიური უნარები უნდა გამოავლინოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ძალიან გაგანაწყენებთ.
კურო: კარგი იქნება, თუ ყველაფერს ყურადღებით მოუსმენთ, რაც ირგვლივ ითქმება. გარშემომყოფების საუბრებიდან თქვენთვის ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ, მაგალითად, რამე ინფორმაცია ან ღირებული იდეა. ამას გარდა, არ ღირს ირგვლივ მყოფთა რჩევების უყურადღებოდ დატოვება, დახმარების შემოთავაზებაზე უარის თქმა. ანუ დღევანდელი წარმატების გასაღები არა მხოლოდ თქვენი ძალისხმევაა, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების დახმარება და ხელშეწყობა.
ტყუპი: დღეს რამე ან ვინმე ძალიან დაგაინტერესებთ და გაგიტაცებთ. ეს შეიძლება იყოს ახალი ჰობი, რომანტიკული ნაცნობობა, ან სულაც თვითონ შეიძლება გახდეთ რამე პროექტის შთაგონების წყარო სხვებისთვის. მოგეძალებათ ცნობისმოყვარეობა და ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად მზად ხართ მთები გადადგათ. ვარსკვლავების გაფრთხილებენ, რომ თუ თქვენს ინტერესს არ გააღრმავებთ, ის შეიძლება მალე გაქრეს.
კირჩხიბი: კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ გონებრივ სამუშაოსთან დაკავშირებულ საქმეებში. არცთუ ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ იდეების ცხოვრებაში ხორცშესხმას შეუდგეთ, მაგრამ მათი მოფიქრების, დაგეგმვისა და გენერირებისთვის იდეალური დღეა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების კარგი შანსი აქვს. დაიმახსოვრებთ ყველა აზრი, იდეა – შესაძლოა, რომელიმე მართლაც გენიალური აღმოჩნდეს.
ლომი: დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა, უბრალოდ, უკუნაჩვენებია. ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და რაც შეიძლება მეტ ადრენალინს მოითხოვს სისხლში. არავითარ შემთხვევაში არ მოთოკოთ თქვენი სწრაფვა მოძრაობისა და ურთიერთობებისკენ. თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფიტნესი, შოპინგი, ახალი ნაცნობობა, თუნდაც ექსტრემალურ სპორტში თავის მოსინჯვა და ფლირტი უცნობთან... რატომაც არა? მთავარია კონტროლი არ დაკარგოთ საკუთარ თავზე და სიტუაციაზე.
ქალწული: მოსალოდნელია უთანხმოებები გარშემომყოფებთან. საერთო ენის გამონახვა მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი კატეგორიულობა იქნება – არანაირი სურვილი არ გაქვთ, რომ კომპრომისზე წახვიდეთ. დღეს დიპლომატიურობა და მოთმინება გმართებთ. თუ კამათი რაღაც უაღრესად პრინციპულ საკითხს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ?
სასწორი: ვითარებამ დღეს, შესაძლოა, არჩევანის წინაშე დაგაყენოთ. მოგიწევთ გადაწყვეტა, რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც საქმეებს, ისე პირად ცხოვრებას, მათ შორის მომავალსა და სასიყვარულო ურთიერთობებს. მთავარი ისაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყველა სხვა ვარიანტი უნდა დაივიწყოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად აწონ–დაწონოთ ყველაფერი. წარმატებული არჩევანის წესი ამგვარია: გული მიგითითებთ, რა უნდა გააკეთოთ და გონება – რა არ უნდა გააკეთოთ.
მორიელი: თქვენი გული და გონება დღეს ჰარმონიაში არ იქნება ერთმანეთთან. სურვილები ერთ მხარეს გიბიძგებენ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – სრულიად სხვა მიმართულებით. თუ ასეთი რამ მოხდა, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჩქარდეთ. დიდი ალბათობით, რაც არ უნდა აირჩიოთ, არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მოიწონოს. და თუ თავდაჯერებულად არ გრძნობთ თავს, ე.ი. სხვა ვარიანტები უნდა მოძებნოთ.
მშვილდოსანი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც ხალხმრავლობა და მხიარულებაა, სადაც შეიძლება ახალი ნაცნობობის გაბმა. ხართ ძალზე კომუნიკაბელური, ადვილად ურთიერთობთ ადამიანებთან. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რამე ღონისძიებას დაესწროთ, თუნდაც წახვიდეთ კაფეში ან სტუმრად. ურთიერთობების დროს თავს მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩენთ.
თხის რქა: საერთოდ არ ხართ განწყობილი, რომ ყოველდღიური, რუტინული სამუშაო შეასრულოთ – თქვენს თავში შორეული მოგზაურობის სურათები იტრიალებს. ექსპერტები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ – დაგეგმოთ თქვენი შვებულება, დაათვალიეროთ ტურისტული მარშრუტები. ეს დაგეხმარებათ გასცდეთ სახლისა და თუ ოფისის კედლებს და ლამაზ ადგილებში იმოგზაუროთ, დაიმუხტოთ პოზიტიურად და ამავე დროს, ყოველდღიურ ყოფას შეეგუოთ.
მერწყული: თავს ყველაზე კარგად სახლიდან შორს იგრძნობთ. არ ხართ განწყობილი, რომ სახლში წყნარად ისხდეთ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ცხოვრებაში მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, წახვიდეთ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ, მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები. არ წახვიდეთ სურვილის წინააღმდეგ. თუ შორს ვერ წახვალთ, გაისეირნეთ პარკში, გაიცანით ვინმე, იარშიყეთ – ეს თქვენს გრძნობებს გაამძაფრებს და დღეს გაგილამაზებთ.
თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლს გარეთ. მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა, გადით ბუნებაში, ეწვიეთ თეატრს, კინოს... თუ თქვენს ინერტულობას გადალახავთ, არ ინანებთ – დროს შესანიშნავად გაატარებთ, გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. გაიმრავალფეროვნეთ ნაცრისფერი დღეები. გახსოვდეთ, რომ კარგი დღე – ეს ჩვეულებრივი დღე არ არის, რომელიც მაღვიძარით იწყება და ტელევიზორით მთავრდება.