საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet შემოდის

© Courtesy of EasyJetლოუკოსტერი EasyJet
ლოუკოსტერი  EasyJet - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2024
გამოწერა
პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. 2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet შემოდის, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
easyJet-ი, რომელიც ბრიტანულ მულტინაციონალურ ლოუკოსტერს წარმოადგენს, ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან იწყებს.
პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.easyjet.com ხელმისაწვდომ ფასად უკვე შესაძლებელია.
„კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე”, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.
„იმედი გვაქვს, რომ მგზავრთანაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
British Airways თბილისს ლონდონთან პირდაპირი რეისით დააკავშირებს >>
ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0