საზღვრის უკანონო კვეთისთვის ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2024
გამოწერა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5- წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ქვეყნის საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს.
„ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0