რა ქონებას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2024
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში ჯამში 3.273,188 ერთეული უძრავი ქონებაა.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს 2.314,018 მოქალაქე უძრავ ქონებას ფლობს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ გამოთხოვილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში.
საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში ჯამში 3.273,188 ერთეული უძრავი ქონება.
23 აგვისტოს მდგომარეობით, 819.425 ბინაზე საკუთრების და თანამფლობელობის უფლება 715.251 მოქალაქეზეა დარეგისტრირებული.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, 1.322,059 ნაკვეთზე საკუთრების ან თანამფლობელობის უფლება დარეგისტრირებულია 1.888,906 მოქალაქეზე, ხოლო 763.388 სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომლებზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული, საკუთრების ან თანამფლობელობის უფლება აქვს 1.197,441 მოქალაქეს.
მონაცემების თანახმად, საქართველოს 34.982 მოქალაქე ფლობს 34.982 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. კიდევ 175.526 მოქალაქეს აქვს საკუთრების ან თანამფლობელობის უფლება 149.567 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც შენობა დგას.
გარდა ამისა, საქართველოს 137.962 მოქალაქეს აქვს საკუთრების ან თანამფლობელობის უფლება სხვა სახის 182.834 ერთეულ ქონებაზე -კომერციულ, არასაცხოვრებელ ფართებსა და ხაზობრივ ნაგებობებზე.
ყველა ახალი ამბავი
0