https://sputnik-georgia.com/20240918/qol-centrebis-saqme-prokuraturam-5-piri-daakava-289956349.html
„ქოლ–ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
„ქოლ–ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Sputnik საქართველო
პროკურატურის მტკიცებით, თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მილიონ დოლარზე მეტი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის და მისი ნათესავების... 18.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-18T22:29+0400
2024-09-18T22:29+0400
2024-09-18T22:29+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, განაცხადა ბრიფინგზე პროკურომა ბექა კვიციანმა.პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს „მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.ამგვარად დამნაშავეები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ 3.170.000 ევროს.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ. ხსენებული პირები უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის. მისი თქმით, ასევე იდენტიფიცირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - უსაფრთხოებისა და გერმანულ-ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დღეს დააკავეს. თავის მხრივ, სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს კი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 94 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„ქოლ–ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურის მტკიცებით, თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მილიონ დოლარზე მეტი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის და მისი ნათესავების ანგარიშებზე ჩარიცხა.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, განაცხადა ბრიფინგზე პროკურომა ბექა კვიციანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს „მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელიც დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, მისი დის და დისშვილის საბანკო ანგარიშებზე.
ამგვარად დამნაშავეები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ 3.170.000 ევროს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ. ხსენებული პირები უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის.
„ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა", - განაცხადა კვიციანმა.
მისი თქმით, ასევე იდენტიფიცირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - უსაფრთხოებისა და გერმანულ-ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დღეს დააკავეს.
თავის მხრივ, სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს კი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.
პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.
საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 94 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.