https://sputnik-georgia.com/20240918/ceskom-ganmarta-rogor-shezleben-saqartvelos-moqalaqeebi-xmis-micemas-sazgvargaret-289942414.html
ცესკომ განმარტა როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას
ცესკომ განმარტა როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას
Sputnik საქართველო
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული... 18.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-18T11:00+0400
2024-09-18T11:00+0400
2024-09-18T11:00+0400
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_0:30:1179:693_1920x0_80_0_0_6906106c586f3bce2de660f2d219da24.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემის წესი გამოაქვეყნა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 27 პარტია დაარეგისტრირა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულოში რეგისტრირებული იყო 66.997 სრულწლოვანი მოქალაქე.წესი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვისარჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა (26 სექტემბერი) არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ცესკოს ვებგვერდის (cesko.ge), სოციალური ქსელის საშუალებით ან დარეკონ ნომერზე +995 32 2 51 00 51.როგორ უნდა დადგეთ საკინსულო აღრიცხვაზე?აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით, ისე იმ ქვეყნის საელჩოსა ან საკონსულოში, სადაც მოქალაქე იმყოფება. ამასთან დიპლომატიურ მისიაში მისვლა სავალდებულო არ არის, საკმარისია განცხადების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. აღნიშნული პროცედურა სრულიად უფასოა.საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინსტრუქცია, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.წარმომადგენლის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა დამატებით უნდა წარადგინოს რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, უცხოეთში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის და ფოტოს წარდგენა. თუ პირი ონლაინ რეგისტრირდება, ფოტოს წარდგენა აუცილებელია.საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი.პირს აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება ან ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი.საპარლამენტო არჩევნები საქართველოშისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_68:0:1116:786_1920x0_80_0_0_a460e86064337793e1e29179fbd16a7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
ცესკომ განმარტა როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემის წესი გამოაქვეყნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 27 პარტია დაარეგისტრირა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულოში რეგისტრირებული იყო 66.997 სრულწლოვანი მოქალაქე.
წესი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა (26 სექტემბერი) არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ცესკოს ვებგვერდის (cesko.ge), სოციალური ქსელის საშუალებით ან დარეკონ ნომერზე +995 32 2 51 00 51.
როგორ უნდა დადგეთ საკინსულო აღრიცხვაზე?
აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ვებგვერდის საშუალებით, ისე იმ ქვეყნის საელჩოსა ან საკონსულოში, სადაც მოქალაქე იმყოფება. ამასთან დიპლომატიურ მისიაში მისვლა სავალდებულო არ არის, საკმარისია განცხადების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. აღნიშნული პროცედურა სრულიად უფასოა
.საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინსტრუქცია, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
იმისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, განმცხადებელმა უნდა შეავსოს ანკეტა, წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.
წარმომადგენლის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა დამატებით უნდა წარადგინოს რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, უცხოეთში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის და ფოტოს წარდგენა. თუ პირი ონლაინ რეგისტრირდება, ფოტოს წარდგენა აუცილებელია.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი.
პირს აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება ან ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.