ყველამ უნდა დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია: პრემიერი ამერიკის სანქციების აღსრულებაზე

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2024
გამოწერა
16 სექტემბერს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილისა (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურის წინააღმდეგ აშშ-მ სანქციები დააწესა
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, მის კონსტიტუციას და არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვის პასუხად, თუ რა იქნება მისი მოწოდება ბანკებისადმი შსს-ს თანამდებობის პირებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ნაწილში.
გუშინ, აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველამ უნდა სცეს პასუხი ქართულ კანონმდებლობას.
„კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობას და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“, - განაცხადა კობახიძემ.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0