https://sputnik-georgia.com/20240917/ramdeni-tanxa-gadmoricxes-migrantebma-axali-statistika-289923933.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T11:49+0400
2024-09-17T11:49+0400
2024-09-17T11:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 25%-ით შემცირდა და 2.245 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 416,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,6%-ია.აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედისქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის აგვისტოში 0,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 290,6 მლნ დოლარი შეადგინა.ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას აშშ-სა და იტალიას უთმობს. აგვისტოში რუსეთიდან 42,6 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,6%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,7%-ით ნაკლებია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიაგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 240,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით მეტია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 25%-ით შემცირდა და 2.245 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–აგვისტო
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 416,9 | -66,8 |
იტალია | 372,8 | 9,6 |
აშშ | 365,8 | 32,1 |
საბერძნეთი | 169,8 | 6,3 |
ისრაელი | 162,1 | 11,5 |
ეროვნული ბანკის
ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 416,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,6%-ია.
აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის აგვისტოში 0,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 290,6 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას აშშ-სა და იტალიას უთმობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2024 წლის აგვისტო
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 50,8 | 24,9 |
იტალია | 49,3 | 8,4 |
რუსეთი | 42,6 | -29,7 |
გერმანია | 25,4 | 22,4 |
საბერძნეთი | 22,4 | 10,5 |
აგვისტოში რუსეთიდან 42,6 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 14,6%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,7%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.
2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 240,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით მეტია