https://sputnik-georgia.com/20240917/parlamentma-lgbt-propagandis-akrzalvis-shesaxeb-kanoni-daamtkica-289938022.html
პარლამენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტი დაამტკიცა
პარლამენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო პაკეტი არაერთ აკრძალვას და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T19:00+0400
2024-09-17T19:00+0400
2024-09-17T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ლგბტ-თემის პრობლემები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო.საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.„მსგავსი ინიციატივა, როგორიცაა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ასე სრულყოფილად ასახავს ჩვენი საზოგადოების წესრიგს და ინტერესებს, იშვიათობაა“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილიმ.მისი თქმით, დასტური იმისა, რომ ქართველი ხალხისთვის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, არის იმ ხალხის რაოდენობა, ვინც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩაში გამოვიდა. „ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება ვალდებულია მოისმინოს და მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხალხის სახელით და არა გარე ძალების, დამკვეთების სახელით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობამ აჩვენა, ვისთვის არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი, ვინ იცავს არასრულწლოვანებს მავნე ზემოქმედებისგან და ვინც ცდილობს სქესის შეცვლის ოპერაციების პოპულარიზაციას, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ლგბტ-პროპაგანდის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების გავრცელებას და ა.შ. იონათამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტის განხილვის გამო ოპოზიცია „პარლამენტიდან გაიქცა“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ლგბტ-თემის პრობლემები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ლგბტ-თემის პრობლემები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტმა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტი დაამტკიცა
საკანონმდებლო პაკეტი არაერთ აკრძალვას და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„მსგავსი ინიციატივა, როგორიცაა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ასე სრულყოფილად ასახავს ჩვენი საზოგადოების წესრიგს და ინტერესებს, იშვიათობაა“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილიმ.
მისი თქმით, დასტური იმისა, რომ ქართველი ხალხისთვის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, არის იმ ხალხის რაოდენობა, ვინც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩაში გამოვიდა.
„ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება ვალდებულია მოისმინოს და მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხალხის სახელით და არა გარე ძალების, დამკვეთების სახელით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობამ აჩვენა, ვისთვის არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი, ვინ იცავს არასრულწლოვანებს მავნე ზემოქმედებისგან და ვინც ცდილობს სქესის შეცვლის ოპერაციების პოპულარიზაციას, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ლგბტ-პროპაგანდის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების გავრცელებას და ა.შ.
იონათამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტის განხილვის გამო ოპოზიცია „პარლამენტიდან გაიქცა“.