https://sputnik-georgia.com/20240917/mdinaradze-saqartvelos-mimart-ashsh-gadawkvetilebebi-ar-unda-iyos-sasacilo-289929891.html
საქართველოს მიმართ აშშ-ის გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს სასაცილო: მდინარაძე სანქციებზე
საქართველოს მიმართ აშშ-ის გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს სასაცილო: მდინარაძე სანქციებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს იმ მოქალაქეების სია, რომელთა წინააღმდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა, სულ უფრო იზრდება 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T15:00+0400
2024-09-17T15:00+0400
2024-09-17T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გააჟღეროს იმ 60 ადამიანის სახელი, რომელთა მიმართებითაც გეგმავს სავიზო შეზღუდვების დაწესებას, არ შეიძლება, რომ ასეთი დიდი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები ასეთი სასაცილი იყოს, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.გუშინ, აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".სანქციები საქართველოს ზიანს ვეღარ მოუტანს, დასძინა პოლიტიკოსმა.„ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს. გაცვდა ეს მოქმედებები, იგი ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას? რას ეხვეწებიან აქედან ისეთს? - ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იქნებ დაასანქციროთო“, - აღნიშნა მდინარაძემ.ამასთან, საქართველოში კიდევ ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით აშშ-ის მხრიდან სანქციების შემოღებას. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განცხადებების სახით, ჩვენ კვლავ ველოდებით მსგავს და შესაძლოა, უფრო მკვეთრ, განსხვავებულ რეაქციას“, - განაცხადა მდინარაძემ.ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ივნისში შეერთებულმა შტატებმა საქართველოში „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სულ 30 ადამიანზე, სავიზო შეზღუდვები დააწესა, ერთადერთი, რაც შეიცვალა არის ის, რომ მოახლოვდა არჩევნების ჩატარების ვადა - 26 ოქტომბერი.გარდა ამისა, მდინარაძე თვლის, რომ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და „ალტ-ინფოს" ორი წარმომადგენლის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება არის პოლიციის შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ამასთან არაფორმალური გავლენებით ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.სავიზო შეზღუდვები, ბლინკენის თქმით, ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, ნათქვამია განცხადებაში.საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
საქართველოს მიმართ აშშ-ის გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს სასაცილო: მდინარაძე სანქციებზე
საქართველოს იმ მოქალაქეების სია, რომელთა წინააღმდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა, სულ უფრო იზრდება
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გააჟღეროს იმ 60 ადამიანის სახელი, რომელთა მიმართებითაც გეგმავს სავიზო შეზღუდვების დაწესებას, არ შეიძლება, რომ ასეთი დიდი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები ასეთი სასაცილი იყოს, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„ადგნენ და თქვან: დავასანქციერეთ ესა და ეს 60 ადამიანი. არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. ძალიან უხერხულია", - განაცხადა მდინარაძემ.
სანქციები საქართველოს ზიანს ვეღარ მოუტანს, დასძინა პოლიტიკოსმა.
„ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს. გაცვდა ეს მოქმედებები, იგი ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას? რას ეხვეწებიან აქედან ისეთს? - ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იქნებ დაასანქციროთო“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, საქართველოში კიდევ ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით აშშ-ის მხრიდან სანქციების შემოღებას.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განცხადებების სახით, ჩვენ კვლავ ველოდებით მსგავს და შესაძლოა, უფრო მკვეთრ, განსხვავებულ რეაქციას“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ივნისში შეერთებულმა შტატებმა საქართველოში „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სულ 30 ადამიანზე, სავიზო შეზღუდვები დააწესა, ერთადერთი, რაც შეიცვალა არის ის, რომ მოახლოვდა არჩევნების ჩატარების ვადა - 26 ოქტომბერი.
„როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან, ვინ არიან დასანქცირებული", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
გარდა ამისა, მდინარაძე თვლის, რომ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და „ალტ-ინფოს" ორი წარმომადგენლის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება არის პოლიციის შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ამასთან არაფორმალური გავლენებით ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები, ბლინკენის თქმით, ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.