https://sputnik-georgia.com/20240917/deputati-prezidenti-opoziciisadmi-mowodebebit-konstitucias-argvevs-289930220.html
დეპუტატი: პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებისკენ მოწოდებებით კონსტიტუციას არღვევს
დეპუტატი: პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებისკენ მოწოდებებით კონსტიტუციას არღვევს
Sputnik საქართველო
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, იგი მზადაა, როგორც ნეიტრალური მხარე, თავისი წვლილი შეიტანოს ორი პროევროპული ძალის გაერთიანების პროცესში. 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T13:42+0400
2024-09-17T13:42+0400
2024-09-17T13:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოპოზიცია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „საქართველოსთვის" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" მიმართ გაერთიანების მოწოდებებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შესაძლო წინასაარჩევნო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და მამუკა ხაზარაძის პარტიის გარშემო შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პირველი პირები მიიწვია.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონსტიტუციით მიხედვით, პრეზიდენტს პარტიული კუთვნილება ეკრძალება, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურ ინსტიტუციას.„სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან მივეჩვიეთ, რომ ის ხშირად არღვევს კონსტიტუციის ნორმებს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გამოვლინდა... ფაქტია, რომ მას პრეზიდენტად ყოფნა დიდხანს არ დარჩენია და მისი ასეთი დამოკიდებულება კონსტიტუციასთან მიმართებაში მიუღებელია“, – განაცხადა კახიანმა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში შეიტანეს „ოცნების“ დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ზურაბიშვილის თქმით, ამან გამოავლინა არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.გაერთიანების შანსებიპარტია „საქართველოსთვის“ უკვე გადადგა ნაბიჯი „ლელო საქართველოსკენ", თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე არ იჩენდა ინტერესს.უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.2024 წლის ივლისში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ , მოქალაქეები" და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებისკენ მოწოდებებით კონსტიტუციას არღვევს
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, იგი მზადაა, როგორც ნეიტრალური მხარე, თავისი წვლილი შეიტანოს ორი პროევროპული ძალის გაერთიანების პროცესში.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „საქართველოსთვის" და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" მიმართ გაერთიანების მოწოდებებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შესაძლო წინასაარჩევნო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და მამუკა ხაზარაძის პარტიის გარშემო შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პირველი პირები მიიწვია.
„როცა პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიასთან მიმართებაში, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც მას პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს", - განაცხადა კახიანმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონსტიტუციით მიხედვით, პრეზიდენტს პარტიული კუთვნილება ეკრძალება, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურ ინსტიტუციას.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან მივეჩვიეთ, რომ ის ხშირად არღვევს კონსტიტუციის ნორმებს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გამოვლინდა... ფაქტია, რომ მას პრეზიდენტად ყოფნა დიდხანს არ დარჩენია და მისი ასეთი დამოკიდებულება კონსტიტუციასთან მიმართებაში მიუღებელია“, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში შეიტანეს „ოცნების“ დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ზურაბიშვილის თქმით, ამან გამოავლინა არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.
პარტია „საქართველოსთვის“ უკვე გადადგა ნაბიჯი „ლელო საქართველოსკენ", თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე არ იჩენდა ინტერესს.
უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.
გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
2024 წლის ივლისში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ , მოქალაქეები" და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.