https://sputnik-georgia.com/20240917/azerbaijanis-sagareo-saministro-saqartvelostan-sazgvris-ori-mesamedi-shetanxmebulia-289939160.html
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: საქართველოსთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: საქართველოსთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია
Sputnik საქართველო
გაჯიზადეს თქმით, საზღვრის საკითხი მნიშვნელოვანი და რთულია თითოეული სახელმწიფოსთვის 17.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-17T21:49+0400
2024-09-17T21:49+0400
2024-09-17T21:49+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
პოლიტიკა
ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274286583_0:0:3206:1804_1920x0_80_0_0_62fc50848932020f50466382303197f5.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთო სახელმწიფო საზღვრის ორი მესამედი შეათანხმეს, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან აიჰან გაჯიზადეზე დაყრდნობით.საქართველოსა და აზერბაიჯანს 480 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს. საზღვრის საკითხი მნიშვნელოვანი და რთულია თითოეული სახელმწიფოსთვის, აღნიშნა მან.„ამიტომ, სასაზღვრო ხაზი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საკითხზე დაბრუნება აღარ იყოს საჭირო, ამჟამად მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.2019 წლის აპრილში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274286583_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_eb93d9eabdc984161463cf93e63c90dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა, ვნებათაღელვა დავითგარეჯის ირგვლივ, ახალი ამბები
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: საქართველოსთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია
გაჯიზადეს თქმით, საზღვრის საკითხი მნიშვნელოვანი და რთულია თითოეული სახელმწიფოსთვის
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთო სახელმწიფო საზღვრის ორი მესამედი შეათანხმეს, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან აიჰან გაჯიზადეზე დაყრდნობით.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 480 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
„1996 წლიდან მოქმედი კომისია ორი ქვეყნის დელიმიტაციაზე მუშაობს და დღესდღეობით საზღვრის 2/3 ითვლება შეთანხმებულად. ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ საზღვართან დაკავშირებით ჩვენ შეუთანხმებელი და არა საკამათო საკითხები გვაქვს. ეს ბუნებრივია", - განაცხადა გაჯიზადემ.
საზღვრის საკითხი მნიშვნელოვანი და რთულია თითოეული სახელმწიფოსთვის, აღნიშნა მან.
„ამიტომ, სასაზღვრო ხაზი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საკითხზე დაბრუნება აღარ იყოს საჭირო, ამჟამად მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
2019 წლის აპრილში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.