„ყაზბეგის" საბაჟოზე შეზღუდვები წესდება

© photo: Sputnik / Stringer„ყაზბეგის" საბაჟო
„ყაზბეგის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2024
გამოწერა
ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაგეგმილ გადაუდებელ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 18 სექტემბრიდან „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დილის საათებში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც დაგეგმილ გადაუდებელ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, 2 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
„სამუშაოების წარმოების პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები, დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0