საქართველოს სომხეთის პრემიერი ეწვევა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2024
გამოწერა
სომხეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართება.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0