https://sputnik-georgia.com/20240916/ra-sakitxebze-imsjeles-saqartvelos-da-iordaniis-sagareo-saqmeta-ministrebma-289914465.html
რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
Sputnik საქართველო
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის... 16.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-16T18:13+0400
2024-09-16T18:13+0400
2024-09-16T18:13+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საზოგადოება
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/10/289910175_0:188:1139:828_1920x0_80_0_0_f144d71cbbac840ba5f27db3a600a613.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და იორდანიას შორის ეკონომიკის, ტურიზიმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და აიმან ალ საფადიმ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის სამეფოში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან ალ საფადისთან.მინისტრების შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე.ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აიმან ალ საფადის გააცნო ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები.მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ცნობილი 2022 წლის 19 იანვარს, ნათლისღების (ნათლისღების) დღეს გახდა. გადაწყვეტილება იორდანიის მეფე აბდულა მეორემ და პრინცმა ღაზიმ მიიღეს.2022 წლის ზაფხულში ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 2023 წლის მარტში კი მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დამტკიცდა.საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/10/289910175_73:176:977:854_1920x0_80_0_0_1b24c52af3553363fc0f9e514bf2c935.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება, პოლიტიკა, ახალი ამბები
რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და იორდანიას შორის ეკონომიკის, ტურიზიმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და აიმან ალ საფადიმ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის სამეფოში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან ალ საფადისთან.
მინისტრების შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აიმან ალ საფადის გააცნო ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები.
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ ცნობილი 2022 წლის 19 იანვარს, ნათლისღების (ნათლისღების) დღეს გახდა. გადაწყვეტილება იორდანიის მეფე აბდულა მეორემ და პრინცმა ღაზიმ მიიღეს.
2022 წლის ზაფხულში ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 2023 წლის მარტში კი მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დამტკიცდა.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.