https://sputnik-georgia.com/20240916/premierma-moswavleebs-axali-saswavlo-wlis-dawyeba-miuloca-289908547.html
პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ბოლოსთვის 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში გააგრძელებს 16.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-16T12:00+0400
2024-09-16T12:00+0400
2024-09-16T12:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის თანახმად, 15 სექტემბერს იწყება, თუმცა, იმის გამო, რომ წელს 15 სექტემბერი დასვენების დღეს დაემთხვა, განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყება ორშაბათს, 16 სექტემბერს გადაწყვიტა.მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.„სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე კი დასრულდება 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. შედეგად, 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში გააგრძელებს", - განაცხადა კობახიძემ.შემოდგომაზე დაიწყება 15 საჯარო სკოლის მშენებლობისა და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. ყველა ეს სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
მიმდინარე წლის ბოლოსთვის 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში გააგრძელებს
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის თანახმად, 15 სექტემბერს იწყება, თუმცა, იმის გამო, რომ წელს 15 სექტემბერი დასვენების დღეს დაემთხვა, განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყება ორშაბათს, 16 სექტემბერს გადაწყვიტა.
„მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
„სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე კი დასრულდება 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. შედეგად, 28 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში გააგრძელებს", - განაცხადა კობახიძემ.
შემოდგომაზე დაიწყება 15 საჯარო სკოლის მშენებლობისა და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. ყველა ეს სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.