https://sputnik-georgia.com/20240916/paliashvilis-abesalom-da-eteri-italiur-enaze-daidga-289906924.html
ისტორიაში პირველად: ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა
ისტორიაში პირველად: ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა
Sputnik საქართველო
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, ეს არის თბილისის ოპერის თეატრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც „ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული... 16.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-16T15:29+0400
2024-09-16T15:29+0400
2024-09-16T15:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/35/246243576_0:0:1100:619_1920x0_80_0_0_b26cc5d4eb86162d6df7f6ce5bb969ea.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ კატანიაში, Massimo Bellini თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა იტალიურ ენაზე შედგა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით, პეტრე მირიანაშვილმა შექმნა - კომპოზიტორს მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი დასჭირდა.როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, ეს არის თბილისის ოპერის თეატრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც „ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში“.საგულისხმოა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვებს კი შეასრულებს ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლი „ნანილა“. სპექტაკლის მუსიკალურ ნაწილს დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი უძღვება. მსახიობებთან დამდგმელი-რეჟისორი გოჩა კაპანაძე მუშაობს. სცენოგრაფია ლუმგული მურუსიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია. ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა თბილისში 1919 წელს შედგა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/35/246243576_56:0:1092:777_1920x0_80_0_0_f103f0cad117e6b46b35fc69a47dbc60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
ისტორიაში პირველად: ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, ეს არის თბილისის ოპერის თეატრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც „ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში“.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ კატანიაში, Massimo Bellini თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა იტალიურ ენაზე შედგა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით, პეტრე მირიანაშვილმა შექმნა - კომპოზიტორს მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი დასჭირდა.
„მასიმო ბელინის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ ტრიუმფალური წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ქართული ოპერის გაჟღერება უფრო მეტად გააძლიერებს შემოქმედებით კავშირს საქართველოსა და იტალიას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, ეს არის თბილისის ოპერის თეატრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც „ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში“.
საგულისხმოა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვებს კი შეასრულებს ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლი „ნანილა“.
სპექტაკლის მუსიკალურ ნაწილს დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი უძღვება. მსახიობებთან დამდგმელი-რეჟისორი გოჩა კაპანაძე მუშაობს. სცენოგრაფია ლუმგული მურუსიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია.
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა თბილისში 1919 წელს შედგა.