გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, დროის აღნიშნულ პერიოდში საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0